2016-12-08 15:39:36, 1662 ნახვა
კომენტარი
აგულაშვილი: დარწმუნებული ვარ, მივიღებთ უფლებას, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა ევროპაში უვიზოდ იმოგზაურონ
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის გიგლა აგულაშვილის განცხადებით, საქართველომ ღირსეულად გაართვა თავი მის წინაშე დასმულ ამოცანას და ყველა დავალება შეასრულა, რაც ვიზალიბერალიზაციის ეხებოდა.
მინისტრის თქმით, გუშინ მიღწეული შეთანხმების მიუხედავად გარკვეული პროცედურებია დარჩენილი.
''ამ პროცედურების დასრულებისთანავე, მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ მივიღებთ უფლებას, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა უვიზოდ იმოგზაურონ ევროპაში'',-განაცხადა აგულაშვილმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან