02:37 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-01 13:42:06, 1992 ნახვა

ეკონომიკა კომენტარი
ექსპერტი ლარის კურსზე: მაღალი ემოციური ფონია, რაც მთავრობის განცხადებებით არის განპირობებული

„ლარის კურსი ეკონომიკური გარემოებების ინდიკატორია და მას არ გააჩნია თვისება, რომელიც დოლართან მიმართებაში ცვლილებებს შეზღუდავს“, - ამის შესახებ ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში, „თავისუფალი უნივერსიტეტის“ რექტორმა ვახტანგ ლეჟავამ „ექსპრესნიუსს“ განუცხადა.

როგორც ლეჟავამ აღნიშნა, ქვეყანაში ძალიან მაღალი ემოციური ფონია და ეს მთავრობის განცხადებებით არის განპირობებული.

"ზოგადად ლარს არ გააჩნია თვისება, რომელიც მას ზღუდავს დოლართან მიმართებაში ან 3 ან 4 ლარი იყოს. ლარი არის შედეგი ეკონომიკური გარემოებების. როგორიც იქნება ეკონომიკური გარემო, მოქმედებები და მოლოდინები, ისეთი იქნება კურსიც. კურს თავისი ბუნება არ გააჩნია, რომელიც რაღაცას წინასწარ განსაზღვრავს. ეს არის ინდიკატორი ქვეყანაში არსებული მდგომარეობის. ახლა არ ვართ სტანდარტულ მდგომარეობაში. ძალიან მაღალი ემოციური ფონია და ეს ემოციური ფონი განპირობებულია მთავრობის განცხადებებით, რომლებიც როგორც აღმოჩნდა ბაზრისთვის ძალიან სანერვიულოა. ამიტომ, ამ ვითარებაში რთულია რამის თქმა. ეს არ არის ნორმალური სიტუაცია", - განაცხადა ლეჟავამ.

შეგახსენებთ, ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გაუფასურებას განაგრძობს.

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი დღეს, 2.5352 ლარი ღირს. რაც შეეხება ევროს, 1 ევრო დღეს, 2.6980  ლარი ღირს.

რაც შეეხება კომერციულ ბანკებს, აქ ერთი დოლარის ღირებულება 2.64-დან 2.69 ლარამდე მერყეობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics