12:57 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-20 15:20:27, 569 ნახვა

ეკონომიკა
„თიბისი ბანკი“ მიკრო და აგრობიზნესის მხარდასაჭერად USAID-თან თანამშრომლობას იწყებს

„თიბისი ბანკი“ მიკრო და აგრობიზნესის დასახმარებლად ახალი სერვისებს შექმნის.

ამ მიზნით ბანკი აგრო და მიკროფინანსების როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო სპეციალისტებთან ითანამშრომლებს, რომლებიც საქართველოში ჩამოვლენ და „თიბისი ბანკის“ ექსპერტებთან ერთად შეისწავლიან საბანკო სერვისებისა და პროდუქტების შექმნა-დანერგვის შესაძლებლობას მიკრობიზნესის მწარმოებლებისთვის.

სპეციალისტები საქმიანობას აპრილიდან დაიწყებენ. 

„თიბისი ბანკის“ ეს პროგრამა აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტთან (REAP) თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდება.

აგრობიზნესის ხელშეწყობის მიზნით, პროდუქციის პირველადი მწარმოებლებისთვის შემუშავდება საბრუნავი საშუალებების - სათესლე და სარგავი მასალის, მცენარეთა დაცვის, სასუქების, ტექნიკის მომსახურების ხარჯები და ა.შ. დაფინანსების სქემა, პროდუქციის შემსყიდველ საწარმოებთან გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე. 

მიკრობიზნესის წარმომადგენლებს ბანკი ასევე შეთავაზებს სესხისა და დეპოზიტების კომბინირებულ პროდუქტს. 

საცალო ვაჭრობის რგოლისთვის შეიქნება საკრედიტო ბარათი და/ან საკრედიტო ხაზი, მოკლე ვადით, სეზონურად პროდუქციის შეძენის დაფინანსების მიზნით.

აღნიშნული ტექნიკური დახმარება სრულად დაფინანსდება USAID (REAP) პროექტის ფარგლებში. პროექტთან ბანკის თანამშრომლობა 3 თვიანი ვადით არის განსაზღვრული.

„REAP-თან თანამშრომლობის შედეგად, თიბისი ბანკი შეძლებს, მიკრო და აგრო ბიზნესის მწარმოებლებისათვის, ასევე საცალო მოვაჭრეებისათვის მათზე მორგებული პროდუქტების შეთავაზებას ისე, რომ მათ შეძლონ საკუთარი ბიზნესის განვითარება და გაფართოება. თიბისი ბანკის ეს პროექტი ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობისა და მიკრობიზნესის განვითარებას საქართველოს რეგიონებში“, - განაცხადა „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, ნიკა ქურდიანმა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საგამოძიებომ ₾500 ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე საჯარო მოხელე დააკავა
კახა კალაძე აშშ-ის დელეგაციის ვიზიტზე: ოპტიმისტური მოლოდინები გვაქვს, ჩვენ მზად ვართ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ოცნებას, საპატრიარქოს და ომბუდსმენს მიმართავენ
ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მარნეულის მერის ძმა დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics