22:52 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-05 12:22:50, 1599 ნახვა

სამართალი კომენტარი
ევა გოცირიძის განცხადებით, გვარამიასა და ახვლედიანის საუბრის ჩანაწერში კორუფციის ნიშნები იკვეთება

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ევა გოცირიძის განცხადებით, მნიშვნელობა არ აქვს, ვისი ინიციატივით შედგა „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიასა თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავჯდომარის მამუკა ახვლედიანის შეხვედრა, რადგან ეს პროფესიული დისციპლინის დარღვევაა.

როგორც გოცირიძემ აღნიშნა, გავრცელებულ ჩანაწერში კორუფციის ნიშნები იკვეთება.

"არ აქვს მნიშვნელობა ვისი ინიციატივით მოხდა სასამართლოს თავმჯდომარესთან კომუნიკაცია. ამ ფაქტის დაშვება სამოსამართლეო დისციპლინის სერიოზული დარღვევა. იქ იყო ამაზრზენი და ყოვლად მიუღებელი ამბები, კერძოდ,შეთავაზება სამსახურიდან სკანდალური გადადგომის თაობაზე და სანაცვლოდ გარკვეული დახმარების დაპირება. ეს კორუფციას ჰგავს და უფრო მეტიც, ეს არის სასამართლოს ჩართვა პოლიტიკურ პროცესებში, რომელიც ყოვლად მიუღებელია", - განაცხადა გოცირიძე.

ცნობისთვის, იუსტიციის საბჭოს საგანგებო სხდომა მიმდინარეობს, რომელზეც ნიკა გვარამიასა და მამუკა ახვლედიანის გავრცელებული აუდიო ჩანაწერი განიხილება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics