22:52 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-28 17:53:21, 865 ნახვა

კომენტარი
ხუხაშვილი ჩანაწერებზე: ორ მხარეს შორის ფსიქოლოგიური ბრძოლა მიმდინარეობს

ორ მხარეს შორის ფსიქოლოგიური ბრძოლა მიმდინარეობს და სამწუხაროდ, ეს ყველაფერი პოლიტიკური პროცესის ნაწილი გახდა, - ასე გამოეხმაურა ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში გია ხუხაშვილი გუშინ გავრცელებულ აუდიო ჩანაწერებს.

როგორც ხუხაშვილმა "ექსპრესნიუსთან" საუბარში აღნიშნა, კომპეტენტურმა ორგანოებმა, თუ შეუძლიათ, აღნიშნული ფაქტი უნდა გამოიძიონ.

"ფაქტი გახლავთ ის, რომ სუს-მა ვერავის დაკითხვაც კი ვერ შეძლო ჯერჯერობით. ეს სამწუხაროდ განპირობებულია იმით, რომ პოლიტიკური პროცესის ნაწილი გახდა ეს ყველაფერი. ვფიქრობ, რომ აქ მიდის ფსიქოლოგიური ბრძოლა ორ მხარეს შორის. რაც შეეხება ავთენტურობის დადგენას, ისტერიულ კომენტარებს აკეთებენ ყველა მხრიდან, რისი გაკეთებაც მე არ მინდა. ეს არის შესაბამისი ორგანოების საქმე, რომლებმაც თუ შეუძლიათ უნდა გამოიძიონ. ორი საქმე უკვე თაროზე დევს, იგივე "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ აღძრული, რომლის შედეგები ჩვენ დღემდე ვერ გავიგეთ. მე არ მინდა ეს მესამე საქმეც თაროზე დაიდოს. როდესაც შენ ამდენი საქმე აღძარი და არაფრით არ ამთავრებ, ეს შენ წინააღმდეგ იწყებს მუშაობას", - განაცხადა ხუხაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელ Youtube-ში მორიგი სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გავრცელდა.

ჩანაწერში სავარაუდოდ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების სატელეფონო საუბარია ასახული, რომლებიც რევოლუციურ სცენარზე საუბრობენ.

ჩანაწერის ავთენტურობა ჯერ-ჯერობით დადასტურებული არ არის.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics