16:47 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-13 19:59:42, 445 ნახვა

საზოგადოება
თბილისი ენერგოდამზოგავ გარე განათებაზე გადადის

თბილისი თანამედროვე, ენერგოდამზოგავ გარე განათებაზე გადადის, რომელიც დედაქალაქს ელექტროენერგიის 60–70 პროცენტიან ეკონომიას მისცემს,–ამის შესახებ პრემიერ–მინისტრის ხელმძღვანელობით გამართულ ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე აღინიშნა.
საბჭომ მოიწონა თბილისის მერიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი, რომელიც  თბილისის 100 000 სანათის დიოდურ სანათებით ჩანაცვლებას ითვალისწინებს. თბილისის მერის, დავით ნარმანიას განმარტებით, დიოდური სანათი მნიშვნელოვნად დაზოგავს ელექტროენერგიის ხარჯებს, სამჯერ უფრო ეფექტურია განათების თვალსაზრისით  და მისი ექსპლუატაციის ვადა 10 წელია.
ეკონომიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, გარე განათების ქსელში არსებული სანათების დიოდურით ჩანაცვლება ახლო მომავალში რეგიონებშიც განხორციელდება.
„ჩვენს გამოცდილებას გაიზიარებენ სხვა თვითმმართველობები და რეგიონებშიც მოხდება გარე განათების შეცვლა. რაც შეეხება თბილისს, უპირატესობა მიენიჭება ინვესტორს, რომელიც ასევე შემოგვთავაზებს საამწყობო ქარხნის მშენებლობის წინადადებას. აღნიშნული პროექტის განხორციელება არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს. პირიქით, დავზოგავთ ელექტროენერგიას და გარე განათების ექსპლუატაციის ხარჯებს, რომელიც იქნება ინვესტორის მოგება. სამაგიეროდ, ჩვენ დაგვრჩება უკეთ განათებული ქალაქი,“–განაცხადა დავით ნარმანიამ





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
მეუფე იობი: ღმერთმა ინებოს, მომავალი პატრიარქის და მეფის ღვაწლით, გამოვიდეთ ამ ჭაობიდან
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics