12:29 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-26 12:18:13, 877 ნახვა

კომენტარი
თსუ-ს რექტორი: ჩემი აზრით, სტუდენტისთვის სტატუსის შეჩერება ძალიან ცუდი პრაქტიკაა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში „აუდიტორია 115“-ის სტუდენტებსა და რექტორ გიორგი შარვაშიძეს შორის შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს.

სტუდენტები დაინტერესდნენ, ფიქრობს თუ არა შარვაშიძე, რომ განათლების შესახებ კანონში ცვლილებებია საჭირო.

რექტორის თქმით, ცვლილებებთან დაკავშირებით მსჯელობას დღესვე დაიწყებენ. მისივე განმარტებით, უახლოეს მომავალში შეიქმნება უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმა.

„ერთიანი ხედვა უნივერსიტეტის განვითარების ყველა მხარის ჩარულობით უნდა შეიქმნას. პრინციპულად ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილია“, - აღნიშნა შარვაშიძემ.

მისივე თქმით, უნივერსიტეტში მეცნიერების განვითარებას დიდ ყურადღებას მიაქცევს.

გარდა ამისა, სტუდენტებმა რექტორს სტატუსშეჩერებულ სტუდენტებთან დაკავშირებითაც კითხეს. რექტორის განცხადებით, მისი პოზიციაა, რომ სტუდენტის სტატუსის შეჩერება ცუდი პრაქტიკაა.

„გეთანხმებით, ძალიან ცუდი პრაქტიკაა. მართლა მაინტერესებდა რა ხდება. სტატუსის შეჩერება ხშირად დაკავშირებული იყო იმასთან, რომ არ შეუძლია სტუდენტს თანხის გადახდა, ან მცირე იყო დავალიანება, რის გამოც ხდებოდა სტატუსის შეჩერება. საერთოდ, ჩემი აზრით, სტატუსის შეჩერება არის ცუდი პრაქტიკა. ყველას რომ მიეცეს საშუალება მიიღოს უმაღლესი განათლება, ეს ჩემი ოცნებაა. გავერკვევი ამ საკითხში. დღესვე მიიღებთ პასუხს“, - განაცხადა შავრაშიძემ.

სტუდენტებმა ასევე აკადემიური რეგისტრაციის ვადის გახანგრძლივების აუცილებლობაზე ისაუბრეს, რაზეც რექტორმა განაცხადა, რომ ამ საკითხსაც მიაქცევს ყურადღებას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ყაველაშვილი 9 აპრილის ტრაგედიაზე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც რუსეთს არ ახსენებს
პარლამენტთან აქციაზე პროტესტის მონაწილე შაკო ბაღდოშვილი დააკავეს
რუსებო, მონებო - ოცნების მთავრობა 9 აპრილის მემორიალთან შეძახილების ფონზე მივიდა
უკრაინულმა დრონებმა კრასნოდარის მხარეში ექსპორტისთვის განკუთვნილ ნავთობის მსხვილ სატუმბო სადგურს შეუტიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics