15:12 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-19 13:41:26, 905 ნახვა

კომენტარი
ივანიშვილი: საინტერესო პიროვნება ვარ, ყველა კი ვერ მოაგროვებდა ამდენ ჟურნალისტს

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ის რეგიონულ შეხვედრებს მოქალაქის როლში მართავს.

როგორც მან საცხე-ჯავახეთში ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, საინტერესო პიროვნებაა და მას ენდობიან:

"რაც შეეხება ჩემს როლს პოლიტიკაში და მედიასთან შეხვედრებს, პოლიტიკა არ იყო ჩემი მოწოდება და არ მქონდა სურვილი პოლიტიკაში მოსვლის, მაგრამ რომ ვნახე, რომ ქვეყანას გაუჭირდა, თავს უფლება ვერ მივეცი, არ გამეკეთებინა ის, რაც გავაკეთე. ჩემს თავზე მაღლა ავედი. ჩემი გულწრფელობით ვაჩვენე, რომ პოლიტიკა არ იყო ჩემი მოწოდება და თანამდებობისთვის არ მოვსულვარ, ვთქვი-მოვალ, დავალაგებ, წავალ. მოვედი, დავალაგე, წავედი. თანაც ზუსტად გავთვალე დრო. ასევე ვამბობ, რომ ბიზნესი არ მაქვს საქართველოში და ეს სიმართლეა. რატომ ვხვდები დღეს მედიას, რა როლში, ხომ მობრძანდით, ესეიგი საინტერესო პიროვნება ვარ, ყველა ვერ მოაგროვებდა ამდენ ჟურნალისტს. ასევე ხდება სხვა რეგიონში,  ესეიგი ინტერესი არის, ნდობა მაქვს. ვსაუბრობ მოქალაქის სტატუსით. ყველას შეუძლია ანალიზის გაკეთება. მე ვარ მოქალაქის როლში, გათავისუფლებული ვარ ყოველგვარი პირადი ინტერესისგან. ჩემი პირადი ინტერესი ემთხვევა ყველა მოქალაქის ინტერესს - იყოს ქვეყანა განვითარებული და თავისუფალი",-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics