01:26 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-10 15:39:55, 492 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს მთავრობა თბილისისთვის ჰიბრიდულ ავტობუსებს შეიძენს

საქართველოს მთავრობასა და იაპონიის მთავრობას შორის დღეს გაფორმდა შეთანხმება 500 მილიონი იაპონური იენის (დაახლოებით, 4,2 მილიონი აშშ დოლარი) ოდენობის არასაპროექტო გრანტის გამოყოფის თაობაზე. 

საქართველოსთვის გადმოცემული გრანტით, მთავრობა თბილისისთვის  ახალი თაობის ჰიბრიდული და ელექტრო  ავტოსანტრასპორტო საშუალებებს შეიძენს. 
შეთანხმების  ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს საქართველოს მთავრობის სახელით ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა და საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ტოშიო კატიანიმ. 
როგორც შეხვედრის შემდეგ ნოდარ ხადურმა აღნიშნა, იაპონია აგრძელებს კარგ ტრადიციას და აღნიშნული პროექტით საქართველოს კვლავ ეხმარება.
„პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია. ის გულისხმობს, რომ იაპონია აგრძელებს კარგ ტრადიციას და გვიწევს დახმარებას, ამ შემთხვევაში ეს არის 4,2 მილიონი აშშ დოლარი, რომლითაც საქართველოს მთავრობა იაპონურ ტექნოლოგიებს  შეიძენს, კერძოდ კი   ჰიბრიდულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს“,-განაცხადა ნოდარ ხადურმა. 
 ხელმოწერის ცერემონიას, ასევე თბილისის მერი დავით ნარმანია, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნათია მიქელაძე და გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი სომხიშვილი ესწრებოდნენ.
დავით ნარმანიას განცხადებით,  აღნიშნული პროექტი ხელს უწყობს მწვანე ქალაქის და გონიერი ქალაქის იდეის განხორციელებას. 
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც მწვანე ქალაქის და გონიერი ქალაქის იდეასთან პირდაპირ შესაბამისობაშია, რომლისკენაც ჩვენ მივდივართ გრძელვადიანი თვალსაზრისით, რომ ქალაქში გამონაბოლქვის მოცულობა შემცირდეს. ეს იქნება გარკვეული პილოტ-პროექტი, რომლის ფარგლებშიც დედაქალაქში მას შემდე რაც სამუშაო შეხვედრა შედგება უშუალოდ სპეციალისტებთან, რამდენიმე ადგილას ელექტრომობილებით გადაადგილება იქნება შესაძლებელი.  როგორც გარეემოს დაცვითი, ასევე სოციალური თვალსაზრისით იქნება შეფასებული, თუ რა მიმართულებით და რამდენი ერთეული ასეთი ელექტრომობილი ივლის ქალაქში“,-განაცხადა დავით ნარმანიამ. 

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული გრანტის ნაწილით იგეგმება თბილისის მუნიციპალიტეტისთვის ახალი თაობის ავტობუსების შეძენა. კერძოდ თბილისის ცენტრალურ ნაწილში არსებულ მარშუტებზე სამოძრაოდ დაინიშნება ჰიბრიდული (ელექტრო) ავტობუსები, გარდა ამისა, ე.წ. მწვანე ტრანსპორტის პოპულარიზაციის მიზნით, ამავე გრანტით იგეგმება ორი მცირე ზომის ელექტრომობილის შეძენა, რომელიც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გადაეცემა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics