2016-08-18 16:22:40, 703 ნახვა
სამხედრო
გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღესთან დაკავშირებით მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე თავდაცვის მინისტრი იმყოფება
საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღესთან დაკავშირებით მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე იმყოფებოდნენ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა და გენერალური შტაბის უფროსმა დაღუპული გმირის ხსოვნას პატივი მიაგეს და საფლავი ყვავილებით შეამკეს. ეროვნული გმირი ოჯახის წევრებმა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებმაც გაიხსენეს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან