2015-03-05 12:21:09, 433 ნახვა
საზოგადოება
საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ საგანგებო რეჟიმში მუშაობს
დარიალის ხეობაში დიდთოვლობის გამო შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ საგანგებო რეჟიმში მუშაობს.
ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, ზვავსაშიშროების გამო შეფერხებულია ავტოტრანსპორტის გადაადგილებაც მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე.
როგორც შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, ზვავსაშიშროების აღმოფხვრისთანავე, საბაჟო გამშვებ პუნქტზე მუშაობა ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან