|
2016-07-11 15:07:38, 609 ნახვა
სამხედრო
შემოდგომაზე საქართველოში ნატოს შემფასებელთა 33-ე კურსი პირველად ჩატარდება
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში წინასწარი დაგეგმვის კონფერენცია გაიმართა. როგორც „ექსპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრის მიზანი საქართველოში 10-18 ნოემბრისთვის დაგეგმილი ღონისძიების მომზადებაა. უწყების ინფორმაციით, შემოდგომაზე საქართველოში „ნატოს ოპერატიული შესაძლებლობების კონცეფციის შეფასებისა და უკუკავშირის პროგრამით (OCC E&FP)“ გათვალისწინებული შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის „ჩარლი“ ასეულის ნატოს პირველი დონის (NEL-1) შეფასება განხორციელდება. შეფასების ფარგლებში პირველად ჩატარდება შემფასებელთა 33-ე კურსი. შემფასებელთა კურსში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ნატოს წევრი, ისე პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები. შეხვედრას შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-7 სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების დეპარტამენტის, ასევე, სხვა სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები და ნატოს სხვადასხვა შტაბებიდან „ნატო-ს ოპერატიული შესაძლებლობების კონცეფციის შეფასებისა და უკუკავშირის პროგრამაზე (OCC E&FP)“ პასუხისმგებელი პირები დაესწრნენ. აღსანიშნავია, რომ შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის „ალფა“ ასეული, უკვე ნატოს რეაგირების ძალების სრულფასოვანი, სერტიფიცირებული წევრია.
(NS)
NASA-ს ასტრონავტები დედამიწაზე 50 წელზე მეტი ხნის შემდეგ მთვარის ზედაპირზე პირველი დაშვების შემდეგ დაბრუნდნენ
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)