2015-02-27 11:29:43, 332 ნახვა
საზოგადოება
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაგეგმილი სიახლეები თემის სამედიცინო პუნქტების მედდებს გააცნეს
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ 2015 წელს განხორციელებული და დაგეგმილი სიახლეების შესახებ ინფორმაცია თემის სამედიცინო პუნქტების მედდებს მიაწოდა.
როგორც „ექსპრესნიუსს“ სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე მედდებს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსა და სახელმწიფო სამედიცინო პროგრამების შესახებ მოსახლეობის მაქსიმალური ინფორმირება დაევალათ.
ცნობისთვის, აჭარაში 183 თემის სამედიცინო პუნქტი ფუნქციონირებს. ექიმამდელ სამედიცინო დახმარების ცენტრებში 227 მედდაა დასაქმებული.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან