12:11 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-10 19:01:34, 3356 ნახვა

კულტურა
მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმი „ქანდაკების არსი თანამედროვე სამყაროში“ ხვალ გაიხსნება

ხვალ, 11 მაისს, 11:00 საათზე კულტურის საერთაშორისო ცენტრში „მუზა“ მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმი  „ქანდაკების არსი თანამედროვე სამყაროში“ გაიხსნება.

მსგავსი ღონისძიება საქართველოში პირველად ტარდება და მერაბ ბერძენიშვილის ინიციატივითა და  კულტურის საერთაშორისო ცენტრის „მუზა“ ორგანიზებით ხორციელდება.

მოქანდაკეთა  საერთაშორისო სიმპოზიუმი ქართველი ხელოვანებისა და მოქანდაკეების გამოფენით გაიხსნება და 5 დღეს გასტანს.

სიმპოზიუმის  მიზანს წარმოადგენს ქართველი და უცხოელი  ხელოვანების, მოქანდაკეების ერთ სივრცეში  ინტეგრირება და თანამედროვე  ქანდაკების  აქტუალური საკითხებისა და ტენდენციების განხილვა, ახალი ტექნოლოგიებისა და მიმართულებების დანერგვა.  სიმპოზიუმი  წარმართული იქნება საერთაშორისო სტანდარტებისა და ნორმების დაცვით.  გაიმართება „ვორქშოპები“, პრეზენტაციების წარდგენა. 

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ხელოვანები სხვადასხვა ქვეყნიდან: იტალია, ესპანეთი/მარბეა,  თურქეთი, ირანი,  საბერძნეთი, აზერბაიჯანი,   იტალია, საფრანგეთი, ფინეთი. 

მოქანდაკეთა  საერთაშორისო სიმპოზიუმი „ქანდაკების არსი თანამედროვე სამყაროში“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს,   თბილისის კულტურულ ღონისძიებათა ცენტრის  ხელშეწყობითა და თანადგომით ხორციელდება.

სიმპოზიუმის დასრულების შემდეგ, მომზადდება ხელოვნების საერთაშორისო არტ კატალოგი, სადაც დეტალურად იქნება აღწერილი ღონისძიების მიმდინარეობა, ვიზუალური მასალა, სტატიები, პრეზენტაციების  რეზიუმე, რომელიც ერთგვარი სახელმძღვანელო იქნება ხელოვნების  სფეროში მოღვაწეებისათვის. 

ღონისძიებას  დაესწრებიან: საქართველოს კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები,   ქალაქ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე,  ქალაქ თბილისის მერი, ხელოვანები: მხატვრები, ექსპერტები, მოქანდაკეები;  დიპლომატიური კორპუსი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საიტზე გამოქვეყნებული ჯარში გაწვევის უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება - უცხოეთში მყოფი წვევამდელი ვალდებული იქნება დაბრუნდეს
შსს 24-საათიანი პროტესტის უფლებას არ გვაძლევს – დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics