|
2016-04-28 16:46:05, 644 ნახვა
რეგიონი
არაბეთის გაერთიანებულ საამიროებსა და ბაჰრეინში აჭარის ტურისტული პოტენციალის პრეზენტაცია იგეგმება
არაბეთის გაერთიანებულ საამიროებსა და ბაჰრეინში აჭარის ტურისტული პოტენციალის პრეზენტაცია იგეგმება. როგორც „ექსპრესნიუსს“აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან აცნობეს, აჭარისა და მისი ტურისტული პროდუქტების მიმართ განსაკუთრებული ინტერესია დუბაის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ATM-2016, რომელშიც დეპარტამენტი საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად მონაწილეობს. შუა აზიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ტურისტულ გამოფენაში, რომელშიც დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტული პოტენციალი 25-28 აპრილს წარადგინა, აჭარის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი დაფიქსირდა. უფრო კონკრეტულად, კი ვიზიტორების უმრავლესობა ძირითადათ აჭარის მაღალმთიანეთითა და ეკოტურისტული მარშრუტებით დაინტერესდა. დუბაის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში 85 ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენელი ღებულობდა მონაწილეობას და მას მიმდინარე წელს 26 000 ადამიანი სტუმრობდა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გამოფენაში მონაწილეობის გარდა, წელს რეგიონის ტურისტული პოტენციალის პრეზენტაციასაც გეგმავს. პარალელურად რეგიონის ტურისტული პროდუქტების წარდგენა იგეგმება ბაჰრეინის დედაქალაქ მანამაშიც, სადაც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი პრეზენტაციას მაისში ჩაატარებს.
ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისში შეხვედრებს გამართავს
სააკაშვილი: პრეზიდენტ ალიევს აზერბაიჯანში „ფაქტობრივად“ არ ჰყავს პოლიტიკური პატიმრები
ყოფილი პრემიერი ნოღაიდელი - მიწაზე მცოცავი სააკაშვილი მე ვერ მიწოდებს მოღალატეს
ივანიშვილმა და ალიევმა ენერგეტიკისა და ლოჯისტიკის სფეროში პარტნიორობა განიხილეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)