2016-04-07 09:45:29, 591 ნახვა
რეგიონი
ბათუმში ძლიერი ხანძარია
ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარია.
როგორც "ექსპრესნიუსს" შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ერთ-ერთი საამქრო იწვის. ხანძარი 1000 კვ/მ-ზეა გავრცელებული.
მათივე ინფორმაციით, ადგილზე 12 სახანძრო-სამაშველო ჯგუფია მობილიზებული და ხანძრის ლოკალიზებისთვის მუშაობა მიმდინარეობს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან