14:38 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-01 21:20:38, 1495 ნახვა

პოლიტიკა
ტრამპი: ირანელებს საუბარი სურთ და მე დავთანხმდი, მათთან ვისაუბრებ

აშშ-სა და ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებული თავდასხმებიდან ერთი დღის შემდეგ, რის ფარგლებშიც მოკლულია აიათოლა ალი ხამენეიც - პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა The Atlantic-ს უთხრა, რომ ირანის ახალ ხელმძღვანელობას მასთან მოლაპარაკება სურს, რაზეც ის თანახმაა. 

"მათ საუბარი უნდათ და მე დავთანხმდი საუბარს, ასე რომ მათთან ვისაუბრებ. ეს ადრე უნდა გაეკეთებინათ. უფრო ადრე უნდა შეეთავაზებინათ ის, რაც ძალიან პრაქტიკული და მარტივი გასაკეთებელი იყო. ძალიან დააგვიანეს", - უთხრა დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბარში The Atlantic-ს. 

კითხვას, დღეს გაიმართება თუ არა მასსა და ირანის ახალ ხელმძღვანელობას შორის დიალოგი, დონალდ ტრამპმა უპასუხა: "ამის თქმა არ შემიძლია". 

მან ასევე აღნიშნა, რომ ზოგიერთი ირანელი მაღალჩინოსანი, რომელიც ბოლო კვირების მოლაპარაკებებში იყო ჩართული, უკვე აღარ არის ცოცხალი. 

"ამ ადამიანების უმეტესობა აღარ არის. ზოგიერთი მათგანი, ვისთანაც საქმე გვქონდა, აღარ არის, იმიტომ რომ ეს დიდი - ეს ძალიან დიდი დარტყმა იყო", - თქვა დონალდ ტრამპმა. 

1-ელ მარტს ცნობილი გახდა, რომ აიათოლა ალი ხამენეი ლიკვიდირებულია. გარდა ამისა, მასთან ერთად მოკლულია მისი რამდენიმე ნათესავი. ასევე, ირანის სახელმწიფო მედიამ დაადასტურა, რომ აშშ-სა და ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად ირანის თავდაცვის მინისტრი და შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი დაიღუპნენ.

ასევე, ისრაელისა და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ირანის ტერიტორიაზე განხორციელებული იერიშების შედეგად, დაიღუპა ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსის (IRGC) რამდენიმე მაღალი რანგის მეთაური და ისლამური რეჟიმის პოლიტიკური ხელმძღვანელობის წარმომადგენლები.

28 თებერვალს, აშშ-მა და ისრაელმა ირანზე ერთობლივი საჰაერო იერიში მიიტანეს. სამიზნე ქვეყნის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობაა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ირანელ ხალხს მოუწოდა, ისარგებლონ მომენტით და "აიღონ კონტროლი საკუთარ მთავრობაზე". ნეთანიაჰუს განცხადებით, მიზანი "აიათოლას რეჟიმის დასრულებაა".

თეირანმა რაკეტებით და დრონებით შეუტია ისრაელისა და აშშ-ის ბაზებს რეგიონში. აფეთქებები მოხდა დუბაიში, ბაჰრეინში, ქუვეითსა და კატარში.

თეირანში ქალაქში სამთავრობო კვარტალი გადაკეტილია, მოსახლეობას კი თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებენ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პლასტმასის ბოთლებში სასმლის წარმოების იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება 4 წლით გადავადდა
ირანმა გადაწყვიტა, რომ აშშ-სთან ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადი დააწესოს
ტრამპმა ირანთან ომში ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. თეირანმა შეერთებულ შტატებზე „დიდი გამარჯვება“ გამოაცხადა.
დიდი ბრიტანეთი ტრამპს აუკრძალავს მისი ბაზების გამოყენებას ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებზე თავდასხმებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics