14:54 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-25 13:10:11, 907 ნახვა

პოლიტიკა
იუკნევიჩიენე: საქართველო ახლა კანდიდატი ქვეყანაა მხოლოდ სახელობით

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე აცხადებს, რომ საქართველოში ვითარება სწრაფად უარესდება და ევროკომისიის 2025 წლის გაფართოების ანგარიში ქვეყნისთვის ყველაზე მძიმე შეფასებებს შეიცავს. ამის შესახებ მან ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

მისი თქმით, დოკუმენტი მიუთითებს, რომ საქართველო კანდიდატი ქვეყანაა მხოლოდ სახელობით, ხოლო დემოკრატიული პრიორიტეტების შესრულებაზე რეგრესი ფიქსირდება.

იუკნევიჩიანე ასევე ამახვილებს ყურადღებას ანტიევროპულ კამპანიებზე და მიზანმიმართული სანქციების აუცილებლობაზე იმ პირების მიმართ, რომლებიც, მისი შეფასებით, პასუხისმგებლები არიან დემოკრატიულ უკუსვლაზე, მათ შორის ბიძინა ივანიშვილი.

სამწუხაროდ, საქართველოში ვითარება უარესდება და ეს ძალიან სწრაფად ხდება. ევროკომისიის 2025 წლის გაფართოების ანგარიშში მიჩნეულია, როგორც ყველაზე ცუდი ანგარიში, რომელიც ოდესმე მომზადებულა კანდიდატ ქვეყანასთან დაკავშირებით გაფართოების ისტორიაში. ანგარიში მკაფიოდ ამბობს, რომ საქართველო ახლა კანდიდატი ქვეყანაა მხოლოდ სახელობით. ამ ანგარიშში, ჩვენ ყურადღება ახალ მოვლენებზე გავამახვილეთ. ჩვენ ვამბობთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არა მხოლოდ შეაჩერა, არამედ ეფექტურად შეცვალა საქართველოს ევროპული გზა. ყველა 9 პრიორიტეტზე შეიმჩნევა რეგრესი, რა პირობითაც საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. მიუხედავად იმისა, რომ ამტკიცებენ, ევროკავშირში ინტეგრაცია სტრატეგიული მიზანია, უმაღლესი თანამდებობის პირები და მთავრობასთან აფილირებული მედია აწარმოებენ სისტემატურ ანტიევროპულ კამპანიას, ავრცელებენ დეზინფორმაციას და კონსპირაციულ ნარატივებს. ანგარიში ხაზს უსვამს, ტარგეტირებული სანქციების მნიშვნელობას იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებლები არიან დემოკრატიულ უკუსვლაზე, საარჩევნო თაღლითობაზე, ადამიანის უფლებების დარღვევასა და პოლიტიკური ოპონენტების დევნაზე, მათ შორის ბიძინა ივანიშვილი და სხვა საკვანძო პირები. არ მიკვირს, რომ ვიქტორ ორბანი მხარს უჭერს ამ პრორუსულ მთავრობას. მაგრამ ღრმად ვწუხვარ, რომ სხვა დიდი წევრი სახელმწიფოები ჩაფლავდნენ სანქციები დაეწესებინათ უფრო ადრე. ევროკავშირმა ეს არ გააკეთა, როცა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, - განაცხადა ევროდეპუტატმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
ახალი მოდელები, ფლიტ მენეჯმენტი და B2B მიმართულების გაფართოება - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ 2026 წლის პირველ კვარტალში რეკორდული შედეგები აჩვენა
დენის ფასის გაზრდის მიუხედავად, ოცნებამ 157 ენერგეტიკულ კომპანიას 1 მილიარდი ლარის ჯარიმები აპატია
პლასტმასის ბოთლებში სასმლის წარმოების იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება 4 წლით გადავადდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics