02:53 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-22 16:13:02, 560 ნახვა

პოლიტიკა
მეუფე იაკობი: ხელისუფლება უნდა მიხვდეს, ეკლესიასთან ერთად გადადგას ნაბიჯი, რომ ერი შერიგდეს

ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა ქადაგებისას თქვა, რომ ხელისუფლება უნდა მიხვდეს, ეკლესიასთან ერთად გადადგას ნაბიჯი, რომ ერი შერიგდეს.

"ხელისუფლება უნდა მიხვდეს, რომ ეკლესიასთან ერთად გადადგას ნაბიჯი, რომ ერი შერიგდეს. თუ ეს არ გაკეთდა, ყველა თავისას მიიღებს. იმიტომ რომ მერე ეს გროვდება და უფალი მერე უყურებს ხოლმე და შესაბამისად მიაგებს ყველაფერს. უფალს ვერ მოატყუებს ვერავინ, ვერც ეკლესიის წევრი და ვერც არაეკლესიის წევრი და ამიტომ აუცილებელია რომ რაღაც ნაბიჯი გადავდგათ.

ეკლესიასთან რატომ არის იცით საჭირო? [...] ჩვენ ხომ პოლიტიკისთვის არ ვიბრძვით, ჩვენ ხო სკამებისთვის არ ვიბრძვით, ნებისმიერი სკამის დამთმობი ვარ ჩემი ერი იყოს კარგად, ღვთის გამო და ჩემი ერის გამო. თუ არადა მაგალითებით ვნახოთ ვინ რას აკეთებს, ზოგი იმისთვის ცხოვრობს სკამი შეინარჩუნოს ბოლომდე. ღმერთთან რომ მივდივართ არავინ არ წავდგებით არც ეპისკოპოსებად, არც პრეზიდენტებად, არც პრემიერებად, არც იმპერატორებად, არც ხელმწიფეებად, ხომ? ამიტომ დავფიქრდეთ ყველა რა, დავფიქრდეთ ყველა. ვინმეს თუ რამე ძალაუფლება აქვს, მე ვიქნები თუ სხვა, ღვთისგან აქვს, უფლის გარეშე არაფერი არ ხდება…

ურთიერთსიყვარული გქონდეთ, არ შეიძლება ასე დაყოფილი საზოგადოება, ეს ბოროტებაა და ვინც იმაზე ფიქრობს, რომ ამ ბოროტებას მისდევდეს, სადაც არ უნდა იყოს ხომ, ბოროტს ემსახურება…

მე ყველას მოვუწოდებ ეკლესიასაც, მთავრობასაც. ვფიქრობთ იმაზე, ერთად ვიცხოვროთ და რაღაც ეს დაძაბულობა არ გვქონდეს, თუ იმას ვფიქრობთ, რომ რაღაც ისეთი კანონები მივიღოთ, რომ ვიღაცები რაღაც მომენტში გავაჩეროთ ხოლმე?! ღმერთს რა უნდა იმაზე ვიფიქროთ.", - თქვა მან. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics