22:19 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-10 11:45:58, 326 ნახვა

პოლიტიკა
მედია: იაპონია უკრაინისთვის იარაღის შესაძენად ნატო-ს პროგრამას შეუერთდება

NHK WORLD-JAPAN-ი წერს, რომ ნატოს ოფიციალური პირების ინფორმაციით, იაპონია გეგმავს შეუერთდეს ნატოს მიერ მართულ ინიციატივას, რომლის მიზანიც უკრაინისთვის აშშ-ში წარმოებული საბრძოლო მასალისა და სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებაა.

NHK-ის ცნობით, აღნიშნული მექანიზმი ნატომ და შეერთებულმა შტატებმა 2025 წლის ივლისში შექმნეს, რათა კოორდინირებულად განხორციელდეს უკრაინისთვის ამერიკული წარმოების შეიარაღებისა და ტექნიკის შესყიდვა და მიწოდება.

ინიციატივაში მონაწილეობას უკვე 20-ზე მეტი ნატოს წევრი ქვეყანა გეგმავს, მათ შორის გერმანია და ნიდერლანდები. მხარდაჭერას უერთდებიან ავსტრალია და ახალი ზელანდიაც. ამ ჩარჩოს ფარგლებში უკრაინას უკვე მიეწოდა Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის განკუთვნილი რაკეტები და სხვა აღჭურვილობა.

ნატოს რამდენიმე მაღალჩინოსანმა NHK-ს განუცხადა, რომ იაპონია უახლოეს პერიოდში ოფიციალურად გამოაცხადებს ინიციატივაში ჩართვის გადაწყვეტილებას. მათი თქმით, ტოკიო უკრაინას მხოლოდ არასასიკვდილო თავდაცვითი დანიშნულების აღჭურვილობის დაფინანსებას შესთავაზებს, მათ შორის შესაძლოა იყოს რადარის სისტემები და ტყვიაგაუმტარი ჟილეტები.

ოფიციალური პირების ინფორმაციით, იაპონიამ საკუთარი გეგმის შესახებ უკვე გააცნო ინფორმაცია ნატოს არაერთ წევრ ქვეყანასა და უკრაინას. ერთ-ერთმა ნატოს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ არასასიკვდილო აღჭურვილობაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია უკრაინისთვის და იაპონიის ჩართვა ამ ინიციატივაში მნიშვნელოვანი ნაბიჯია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics