01:58 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-06 15:14:50, 343 ნახვა

პოლიტიკა
დიმიტრი პესკოვი - აბუ-დაბიში გამართული მოლაპარაკებები კონსტრუქციული და რთული სამუშაო იყო

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, აბუ-დაბიში გამართული სამმხრივი მოლაპარაკებები კონსტრუქციული და რთული სამუშაო იყო, რომელიც გაგრძელდება.

„მუშაობა გრძელდება. სამუშაო ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, კონსტრუქციული და ამავდროულად ძალიან რთული სამუშაო. ის გაგრძელდება“, – აღნიშნა პესკოვმა. 

4-5 თებერვალს აბუ-დაბიში რუსეთს, აშშ-სა და უკრაინას შორის სამმხრივი მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართა. მოლაპარაკებების შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივენ უიტკოფმა განაცხადა, რომ მოსკოვი და კიევი შეთანხმდნენ 314 ტყვის გაცვლაზე. მისივე თქმით, რუსეთისა და უკრაინის დელეგაციები კონფლიქტის მოგვარების საკითხზე კონსულტაციების გაგრძელებას უახლოეს კვირებში გეგმავენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics