15:00 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-01-07 11:47:50, 487 ნახვა

მსოფლიო
თეთრი სახლი გრენლანდიაზე: აშშ-ის სამხედრო ჩართულობა ყოველთვის შესაძლებელია

თეთრი სახლის პრესმდივანმა კეროლაინ ლევიტმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი მრჩევლები გრენლანდიის შესყიდვის სხვადასხვა ვარიანტს განიხილავენ და რომ „აშშ-ის სამხედროების ჩართვა ყოველთვის შესაძლებელია“.

მან ეს განცხადება ABC News-ის მიერ მოპოვებულ კომენტარებში გააკეთა.

თავის კომენტარში თეთრი სახლის პრესმდივანმა განაცხადა, რომ ტრამპმა „ნათლად განაცხადა, რომ გრენლანდიის შეძენა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტია და აუცილებელია არქტიკის რეგიონში მოწინააღმდეგეების შეკავებისთვის“.

„პრეზიდენტი და მისი გუნდი ამ მნიშვნელოვანი საგარეო პოლიტიკის მიზნის მისაღწევად სხვადასხვა ვარიანტს განიხილავენ და, რა თქმა უნდა, აშშ-ის სამხედროების ჩართვა ყოველთვის შესაძლებელია მთავარსარდლისთვის“, - დასძინა ლევიტმა.

როგორც მაუწყებელმა აღნიშნა, წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა, როდესაც ჰკითხეს, ეთანხმებოდა თუ არა გრენლანდიაში სამხედრო მოქმედებას, უპასუხა, რომ არ ეთანხმებოდა.

„არა, არ მგონია, რომ ეს მიზანშეწონილი იყოს“, - დასძინა ჯონსონმა.

შეგახსენებთ, რომ ვენესუელაში აშშ-ის ოპერაციის შემდეგ მიცემულ ბოლო ინტერვიუებში აშშ-ის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაიმეორა გრენლანდიის კონტროლის სურვილი.

დანიის და გრენლანდიის პრემიერ-მინისტრებმა ტრამპს მოუწოდეს, შეეწყვიტა ზეწოლა და მუქარა.

დანიის პრემიერ-მინისტრმა ფრედერიქსენმა ასევე განაცხადა, რომ გრენლანდიის შეერთებული შტატების მიერ ძალადობრივი ანექსია, თუ ეს მოხდება, ნატოს დასასრულს ნიშნავს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics