18:38 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-17 11:20:07, 5589 ნახვა

პოლიტიკა
შესაძლოა, ევროკავშირმა 2026 წელს საქართველოს ფინანსური დახმარება აღარ გაუწიოს

ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის ფინანსური დახმარების შეჩერება შესაძლოა 2026 წლამდე გაგრძელდეს. 2025 წელს ფინანსური დახმარება არ გაუწევიათ, ამის შესახებ ევროკომისიამ „იზვესტიას“ განუცხადა

. „ეს არ ნიშნავს ევროკავშირის დაფინანსების სრულ შეჩერებას, მაგრამ მომავალ წელს სახელმწიფო დონეზე მნიშვნელოვანი დაფინანსება ნაკლებად სავარაუდოა, თუ არ მოხდება მკაფიო პოლიტიკური ცვლილებები“, - განაცხადა ზდეჩოვსკიმ, ევროპარლამენტის წევრმა ევროპის სახალხო პარტიიდან.

მისი თქმით, 120 მილიონ ევროზე მეტი ფინანსური დახმარების დაკარგვა გამოწვეულია „სერიოზული შეშფოთებით“ „დემოკრატიული პრინციპების უკუგდებისა და კანონის უზენაესობის დარღვევის“ შესახებ. მან ასევე დასძინა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ საქართველო 2030 წლისთვის ევროკავშირში გაწევრიანდეს:

„მიმდინარე პოლიტიკური ტრაექტორია, ძირითადი რეფორმების არარსებობა და გადაუჭრელი ტერიტორიული კონფლიქტები ასეთ სცენარს არარეალურს ხდის. კანდიდატის სტატუსი გაწევრიანების გარანტიას არ იძლევა და ეს პროცესი, როგორც წესი, მრავალი წელი გრძელდება“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics