|
2025-12-12 20:30:23, 8546 ნახვა
პოლიტიკა
იურისტმა შსს-ში 46 აქციის შესახებ გაფრთხილება დაარეგისტრირა, იურისტები ყოველდღე განაცხადს დაარეგისტრირებენ
იურისტმა მიხეილ ზაქარეიშვილმა 46 სხვადასხვა აქციის შესახებ შსს-ში განცხადება დაარეგისტრირა. 46-ვე აქციის ორგანიზატორი თავადაა. ამით სურს აჩვენოს, რომ უწყებას გაუჭირდება იმ კანონის აღსრულება, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” 2-დღეში მიიღო. როგორც ზაქარეიშვილი ამბობს, დღეს, 12 დეკემბერს დაარეგისტრირა განცხადებები, რომლებიც ეხება 5 დღის შემდეგ, 17 დეკემბერს გასამართი აქციების შესახებ უწყების ინფორმირებას. განცხადებების მიხედვით, 17 დეკემბერს თბილისში აქციები ჩატარდება სხვადასხვა დროსა და სხვადასხვა ადგილას. როგორ ზაქარეიშვილმა ნეტგაზეთთან საუბრისას თქვა, მის მიერ რეგისტრირებულია, მათ შორის, 3 და 4-წუთიანი აქციები [განცხადებაში აქციის სავარაუდო დროის მითითება სავალდებულოა], ხოლო მისამართები მითითებულია გრძედისა და განედის ფორმატში. განცხადებაში სავალდებულოა აქციის მიზნის მითითებაც. ზაქარეიშვილის თქმით, მის მიერ დღეს დარეგისტრირებული აქციების ნაწილის მოთხოვნაა პოლიტპატიმრების გათავისუფლება, სხვა შემთხვევებში – სამართლიანი სასამართლო, 2024 წელს აქციაზე გამოყენებული ნივთიერების საქმის ობიექტურად გამოძიება, ევროპულ საგარეო კურსზე დაბრუნება და ა.შ.
ის აპირებს, რომ ყოველდღე დაარეგისტრიროს შსს-ში გაფრთხილებები.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)