08:10 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-09 15:50:43, 756 ნახვა

პოლიტიკა
გორდულაძე: შსს-ს უნდა უთხრან, რამდენი ადამიანი აპირებს აქციაზე მისვლას

ქართული ოცნების პარლამენტის დეპუტატის, არჩილ გორდულაძის თქმით, აქციების კანონის კიდევ უფრო გამკაცრების შემდეგ, ყველა კონკრეტულ შემთხვევაში, ადამიანებმა შსს-ს უნდა მიმართონ და უთხრან, რამდენი ადამიანი აპირებს აქციაზე მისვლას. 

"ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, პირებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა მიმართონ და უთხრან ადამიანების კონრეტული რაოდენობა - უნდა უთხრან, რამდენი ადამიანი აპირებს შეკრება/მანიფესტაციაში მონაწილეობას, ორგანიზატორი ვინ არის, რა ადგილზე და რა დროით იმართება. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაზე შსს იმსჯელებს, იმ დროს იმ ადგილზე აქციის გამართვის შემთხვევაში სხვების უფლებები შეიზღუდება თუ არა [...]

როცა აქცია 1 წლის განმავლობაში იმართება, თუ ეს ვინმეს სპონტანური ჰგონია, მაშინ პრობლემა ქართულის გაგებასთან გვაქვს. სპონტანური აქცია ნიშნავს, რომ რაღაც მოვლენა მოხდა და შესაბამისად, ხალხი გამოვიდა და სპონტანურად მიიღო გადაწყვეტილება, რომ საკუთარი აზრი დააფიქსიროს. მაგრამ, მაშინ, როცა არსებობს სპეციალური ჯგუფები და არსებობენ სპეციალური ადამიანები, რომლებიც განსაზღვრავენ, კონკრეტულ დღეს ვინ რომელ აქციაზე მივიდეს, ე.წ. გეგმები აქვთ, მორიგეობებს აწესებენ და ერთად განსაზღვრავენ, თუ რა ადგილზე, რა დროს და რა მიმართულებით იარონ, ეს სპონტანური აქცია არაა. წინასწარ დაორგანიზებული, მართული აქციაა სპონტანური არაა". - თქვა კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, არჩილ გორდულაძემ ჟურნალისტებთან საუბარში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics