13:19 - 12 Apr, 2026
|
2025-11-21 10:49:24, 813 ნახვა
პოლიტიკა
კირ სტარმერი - უკრაინის მომავალი უკრაინამ უნდა განსაზღვროს და არასდროს არ უნდა დაგვავიწყდეს ეს პრინციპი
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის განცხადებით, რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების ნებისმიერწინადადებას უკრაინის თანხმობა უნდა ჰქონდეს, - ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს. „ალბათ, ნახეთ უკრაინის მიერ გამოქვეყნებული განცხადება, რაც მათ პოზიციას აბსოლუტურად ნათელს ხდის. უკრაინის მომავალი უკრაინამ უნდა განსაზღვროს და არასდროს არ უნდა დაგვავიწყდეს ეს პრინციპი, რომელიც საფუძვლად უდევს სამართლიან და მდგრად მშვიდობას, რომლის ნახვაც ყველას გვსურს“, - აღნიშნა სტარმერმა. შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციამ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზელენკიმ ოფიციალურად მიიღო აშშ-სგან „ომის დასრულების გეგმა“ და მის განხილვას აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან აპირებს.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)