13:33 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-06 20:59:52, 826 ნახვა

პოლიტიკა
ALDE: ქართული ოცნების მმართველობის ქვეშ საქართველო სრული ავტოკრატიისკენ მიექანება

ევროპის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი (ALDE Party) ეხმაურება პროკურატურის განცხადებას, რომლის თანახმადაც, პროდასავლური ოპოზიციონერების წინააღმდეგ ახალი სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

ALDE აცხადებს, რომ ქართული ოცნების მმართველობის ქვეშ საქართველო სრული ავტოკრატიისკენ მიექანება და მსოფლიოს მოუწოდებს, არ იყოს ჩუმად. 

"ოპოზიციური ხმების გაჩუმება. დემოკრატიული ლიდერების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა "სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის". ქართული ოცნების მმართველობის ქვეშ საქართველო სრული ავტოკრატიისკენ მიექანება და მსოფლიო ჩუმად არ უნდა იყოს. დემოკრატია სრულმასშტაბიანი თავდასხმის ქვეშაა. ევროპელი ლიბერალები მტკიცე სოლიდარობას უცხადებენ ყველას, ვინც საქართველოში თავისუფლებისთვის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის იბრძვის", - წერს ALDE X-ზე.

პროდასავლური ოპოზიციის ლიდერების - მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

პროკურატურის განცხადებით, დევნა დაიწყეს საბოტაჟის, უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ, სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების საქმეებზე.

მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გარდა ყველა პოლიტიკოსი, რომლის წინააღმდეგაც დევნა დაიწყო, ციხეშია. მათი ნაწილი წულუკიანის კომისიაზე არმისვლის გამოა დაპატიმრებული და მათ რამდენიმეთვიანი პატიმრობა აქვთ მისჯილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics