22:04 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-29 15:45:17, 686 ნახვა

პოლიტიკა
სახალხო დამცველი ამბობს, რომ სასამართლოს ნინო დათიაშვილის საქმეზე, როგორც მეგობარი ისე მიმართა

სახალხო დამცველი მიესალმება ნინო დათაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების ფაქტს.- წერია სახალხო დამცველის ოფისის განცხადებაში.

მმათი ინფორმაციით, 2025 წლის 28 ოქტომბერს, სახალხო დამცველმა სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით (Amicus Curiae) თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა.

მოსაზრებაში მიმოხილული იყო ადამიანის უფლებების საერთაშორისო და ადგილობრივი სამართლებრივი სტანდარტები. მითითებული იყო, რომ არ შეიძლება, პატიმრობის გამოყენება დაფუძნებული იყოს აბსტრაქტულ რისკებსა და საფრთხეებზე, და ასევე, მხოლოდ სადავო ქმედების ხასიათსა და ბუნებაზე. პატიმრობის გამოყენება დაუშვებელია - თუ არ არსებობს მისი გამოყენების რელევანტური და საკმარისი მიზეზები, ხოლო საფრთხეების არსებობა კიდევ უფრო მაღალი ინტენსივობის მტკიცებულებებით უნდა საბუთდებოდეს, როდესაც პატიმრობა განგრძობითია.

სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში განხილული იყო ბრალდებულ ნინო დათაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებული კონკრეტული გარემოებები, მათ შორის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის რელევანტური ასპექტები. - წერია განცხადებაში.

სასამართლომ მასწავლებელ ნინო დათიაშვილს 5000 ლარის გირაო შეუფარდა, ამ თანხის გადახდისანავე დათიაშვილი საპატიმროდან გათავისუფლდება.

დღევანდელ პროცესზე მას ჯდომა აღარ შეეძლო და დასახმარებლად მეორე სკამი მოითხოვა, "წელი მწყდება" - თქვა მან პროცესის მიმდინარეობისას. 

ცოტახნის წინ ცნობილი გახდა, რომ ნინო დათიაშვილის გირაოს თანხა საზოგადოებამ შეაგროვა.

საქართველოს პროკურატურა ბრალდებულ ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს, რომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეეცვალოს, - ამის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics