01:39 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-21 13:35:06, 870 ნახვა

მსოფლიო
ნიკოლა სარკოზი დააპატიმრეს

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი დააპატიმრეს. ცოტა ხნის წინ ის პარიზის La Santé -ს ციხეში მივიდა და სასჯელის მოხდა დაიწყო.

ნიკოლა სარკოზის ადვოკატების ცნობით, მას უსაფრთხოების მიზნით სამარტოო საკანში მოათავსებენ.

საპატიმროში მისვლამდე მან X-ზე პოსტი გამოაქვეყნა და მის წინააღმდეგ სასამართლო საქმეს შურისძიება უწოდა. 

"ამ დილით მე ვგრძნობ ღრმა ტკივილს საფრანგეთის გამო, რომელიც აღმოჩნდა დამცირებული შურისძიების გამოხატულებით, რომელმაც სიძულვილი არნახულ დონეზე აიყვანა. მე არ მეპარება ეჭვი, რომ სიმართლე გაიმარჯვებს, თუმცა საფასური დამანგრეველი იქნება", - დაწერა მან. 

25 სექტემბერს ნიკოლა სარკოზის 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს და 100 ათასი ევროს ოდენობის ჯარიმა დააკისრეს. საფრანგეთის სასამართლომ ის ნაწილობრივ დამნაშავედ ცნო ე.წ. ლიბიის საქმეში. კერძოდ, დანაშაულებრივ შეთქმულებაში, რომლის ფარგლებში მას ბრალად ედებოდა 2007 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს, ლიბიის ყოფილი ლიდერის, მუამარ კადაფის რეჟიმისგან დაფინანსების მიღების მიზნით, გარიგებაში მონაწილეობა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics