13:17 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-16 15:00:59, 631 ნახვა

პოლიტიკა
მზია ამაღლობელი ევროპარლამენტის სახაროვის პრიზის ფინალისტთა მოკლე სიაშია

"ნეტგაზეთისა" და "ბათუმელების" დამფუძნებელი მზია ამაღლობელი, ბელორუს ჟურნალისტ ანდჟეი პოჩობუტთან ერთად, ევროპარლამენტის სახაროვის აზრის თავისუფლების პრემიის ფინალისტთა მოკლე სიაშია - ქართველი და ბელორუსი ჟურნალისტები ნომინაციაში ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფმა წარადგინა.

"მზია ამაღლობელი მხოლოდ მამაცი ჟურნალისტი არ არის; ის მთელი ქართველი ერის სიმბოლოა, რომელიც თავისუფალი, დემოკრატიული და ევროპული მომავლისთვის იბრძვის. ამჟამინდელ მღელვარე დროში ის ყველას გვიგზავნის გზავნილს: "იბრძოლეთ, სანამ გვიან არ არის"", - ამბობს რასა იუკნევიჩიენე, ევროპარლამენტარი და ნომინაციის თანაინიციატორი.

სახაროვის სახელობის პრემია 1988 წელს ევროპის პარლამენტის მიერ დაარსდა. ჯილდო ყოველწლიურად ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების, დემოკრატიის განვითარების და კანონის უზენაესობის, საერთაშორისო სამართლის პატივისცემის და უმცირესობის უფლებების დაცვის საკითხებში შეტანილი წვლილისთვის გაიცემა.

ევროპარლამენტის პრეზიდენტების კონფერენცია ლაურეატს სამი შერჩეული კანდიდატიდან მომავალ კვირას, 22 ოქტომბერს შეარჩევს.

"ერთად, ანდჟეი პოჩობუტი და მზია ამაღლობელი წარმოადგენენ ერთი და იგივე ბრძოლის ორ ფრონტს - სიმართლის, ღირსებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვას კრემლის მიერ დაფინანსებული ტირანიის წინააღმდეგ. ისინი აგრძელებენ ბრძოლას თანამემამულეების - და ჩვენი თავისუფლებისთვის. მათი ისტორიები ერთმანეთს ასახავს: ჟურნალისტები, რომლებმაც შიშის ნაცვლად სინდისი აირჩიეს, დუმილის ნაცვლად სამართლიანობა. ბელორუსიიდან საქართველომდე, უკრაინიდან მოლდოვამდე, მათი გამბედაობა მთელ რეგიონში ისმის, რომელიც ჩაგვრისა და რუსეთის იმპერიული გავლენის ჩრდილში თავისუფლებისთვის იბრძვის. პოჩობუტისა და ამაღლობელის პატივისცემა ორი შესანიშნავი ადამიანისადმი პატივისცემაზე მეტია - ეს არის სოლიდარობის განცხადება ყველას მიმართ, ვინც თავისუფლებას რისკავს დემოკრატიისა და იმ ღირებულებების დასაცავად, რომლებზეც ევროპა დგას", - ამბობს EPP ჯგუფის ვიცე-თავმჯდომარე, ანდეი ჰალიცკი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საიამ ემიგრანტებისთვის საზღვარგარეთ ხმის მიცემის აკრძალვა საკონსტიტუციოში გაასაჩივრა
აფხაზეთიდან საოკუპაციო ძალებმა დედა-შვილი საქართველოს დროშის ქვეშ ფოტოს გადაღების გამო გააძევეს.
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics