12:38 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-06 18:53:04, 991 ნახვა

პოლიტიკა
კარასინი ისევ აქებს ოცნებას, ამბობს, რომ "საქართველო გაიზარდა, წყნარად რეაგირებს ინტრიგებზე"

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელი გრიგორი კარასინი ქართული ოცნების ხელისუფლების ნაბიჯებს კვლავ აქებს.

ის ამტკიცებს, რომ საქართველოში "მაიდნის გამეორების მცდელობები - სრულად ჩავარდა" და ამბობს, რომ - "საქართველო გაიზარდა, ფეხზე წამოდგა და წყნარად რეაგირებს ყველა ამ ჩანაფიქრებსა და ინტრიგებზე".

"საქართველოში მაიდნის გამეორების მცდელობები ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის წინააღმდეგ, რომელმაც აირჩია ის, ვისი არჩევაც სურდა - სრულად ჩავარდა. მაიდნის პოლიტიკური ტექნოლოგიები წარსულს ჩაბარდა და ძალიან მალე უნდა გაიგონ მათაც, ვინც მათ აორგანიზებს. საქართველო გაიზარდა, ფეხზე წამოდგა და წყნარად რეაგირებს ყველა ამ ჩანაფიქრებსა და ინტრიგებზე. ეს უნდა აღვნიშნოთ", - ამბობს ის. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics