12:38 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-05 15:18:04, 1226 ნახვა

პოლიტიკა
გახარიას პარტიამ თბილისში, „გირჩზე“ და „ალტ-ინფოს“ პარტია „კონსერვატორებზე“ ნაკლები ხმა მიიღო

 გიორგი გახარიას პარტიამ „საქართველოსთვის“, რომელიც 2021 წლის მუნიციპალურ არჩევნებზე მესამე ადგილზე გავიდა, 2025 წლის არჩევნებზე, თბილისში, „გირჩზე“ და „ალტ-ინფოს“ პარტია „კონსერვატორებზე“ ნაკლები ხმა მიიღო. 

არჩევნების პროპორციული შედეგების მიხედვით, დედაქალაქში ხმების 70% (211 814) მიიღო „ქართულმა ოცნებამ“, 10%-მდე (30 050 ხმა) — „ძლიერმა საქართველომ“. 7.7%-ით (23 275 ხმა)  მესამე ადგილზე გავიდა „გირჩი“. 13 025 ხმა (4.3%) მიიღეს „კონსერვატორებმა საქართველოსთვის“, რომელსაც 3.2%-ით (9 673 ხმა) მოსდევს „გახარია — საქართველოსთვის“. 

 თუმცა, ქვეყნის მასშტაბით პროპორციულ არჩევნებში გახარიას პარტიამ, „ქართული ოცნებისა“ და „ძლიერი საქართველო — ლელოს“ შემდეგ, მესამე საუკეთესო შედეგი აჩვენა 49 815 ხმით (3.684 %).





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics