14:54 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-30 15:37:02, 840 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე ოპოზიციაზე - უსამშობლო ადამიანებისგან დაკომპლექტებული დაჯგუფებები, რომლებიც ემსახურებიან გარე ძალებს

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ საქართველოში არსებული ოპოზიციური პარტიები იმართებიან გარედან და რასაც დაავალებენ, იმას გააკეთებენ.

ამის შესახებ მან კოალიცია „ლელო - ძლიერი საქართველოს“ მიერ გავრცელებულ იმ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც, მათივე ინფორმაციით, კოალიციის  მაჟორიტარობის ერთ-ერთ კანდიდატზე ზეწოლის მცდელობა ფიქსირდება.

„ქვეყანაში შექმნილია აგენტურული ქსელი - პოლიტიკურ პარტიებსაც ვერ დავარქმევთ, უსამშობლო ადამიანებისგან დაკომპლექტებული დაჯგუფებები, რომლებიც ემსახურებიან გარე ძალებს. რასაც ეტყვიან, დაავალებენ, იმას გააკეთებენ. ყველაფერზე წამსვლელები არიან, არც საკუთარ ოჯახს ეკუთვნიან, არც საკუთარ თავს, არც ქვეყანას. როგორ უნდა გქონდეს ადამიანს სურვილი, იყო ასეთ დაჯგუფებასთან? ვინც ნორმალურად მოაზროვნეა, ვისაც უყვარს ჩვენი ქვეყანა, უხარია მისი განვითარება, წინსვლა, მშვიდობა, ეკონომიკური კეთილდღეობა, როგორ შეიძლება იყოს აგენტების გვერდით? წარმოუდგენელია უბრალოდ“, - განაცხადა თბილისის მერმა.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics