23:33 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-29 17:26:19, 1121 ნახვა

პოლიტიკა
ხოშტარია - რუსეთის მარცხი მოლდოვაში! - ინგრევა რუსეთის და „რუსული ოცნების“ კიდევ ერთი ტყუილი,

„რუსეთის მარცხი მოლდოვაში! - ინგრევა რუსეთის და „რუსული ოცნების“ კიდევ ერთი ტყუილი, თითქოს ევროპაში ინტეგრაცია ნიშნავს ომს - მოლდოვა ნათელი მაგალითია, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია არის თავისუფლების და მშვიდობის გზა, - ამის შესახებ ნათქვამია „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, პატიმრობაში მყოფი ელენე ხოშტარიას წერილში.

ხოშტარიას თქმით, რეგიონში რუსეთის დასუსტება და ევროკავშირის, დემოკრატიის, თავისუფალი არჩევნების გამარჯვება, რუსეთის გაძევებისა და ჩვენს ევროპულ გზაზე დაბრუნების შანსებს აძლიერებს.

„რუსეთის მარცხი მოლდოვაში!

პროდასავლური ძალები რეგიონში სულ უფრო და უფრო ძლიერდებიან. პირველ რიგში, ვულოცავ მაია სანდუს და მოლდოველ ხალხს!

ეს გამარჯვება ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. რუსეთის დასუსტება რეგიონში, ევროკავშირის, დემოკრატიის, თავისუფალი არჩევნების გამარჯვება, რუსეთის გაძევებისა და ევროპულ გზაზე დაბრუნების ჩვენს შანსებს აძლიერებს. საქართველოს რუსეთისგან გამოგლეჯა და უკრაინის გარდაუვალი გამარჯვება, პრაქტიკულად დაასრულებს რეგიონში მშვიდობის, ნამდვილი მშვიდობის, დამყარებას.

ინგრევა რუსეთის და რუსული ოცნების კიდევ ერთი ტყუილი, თითქოს ევროპაში ინტეგრაცია ნიშნავს ომს. მოლდოვა ნათელი მაგალითია, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია არის თავისუფლების და მშვიდობის გზა.

საქართველო ისტორიულ და რეგიონალურ ანომალიად არ უნდა დარჩეს.

ბოლომდე!“ - წერს ელენე ხოშტარია წერილში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics