17:12 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-26 18:07:19, 1621 ნახვა

პოლიტიკა
TV პირველი POSTV-ის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციაზე საგანგებო განცხადებას ავრცელებს

TV პირველი POSTV-ის მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

არხის განცხადებით, პროპაგანდისტული მედიის ცნობა, თითქოს, TV პირველის შენობაში "კოალიციას ცვლილებებისთვის“ ოთახი გადაეცა და ასევე "ოცნების" წარმომადგენლების შეფასებები "ჰგავს ნიადაგის მომზადებას", რისი მიზანიც არხის მაუწყებლობის შეწყვეტაა.

"ქართულ ოცნებასთან დაკავშირებულმა POSTV-მ დღეს, TV პირველის წინააღმდეგ ცრუ ინფორმაცია გაავრცელა. თითქოს ტელევიზიის ტერიტორიაზე, საიდუმლო შეხვედრებისთვის „კოალიციას ცვლილებებისთვის“ გადაეცა ოთახი, სადაც კანონსაწინააღმდეგო ქმედებები იგეგმება.

ტელევიზიის წინააღმდეგ დეზინფორმაციის გავრცელება და ქართული ოცნების პარლამენტის, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის შეფასებები, ჰგავს ნიადაგის მომზადებას, რათა "ქართულმა ოცნებამ განახორციელოს რიგი ქმედებები, მათ შორის ტელევიზიის ტერიტორიაზე შემოსვლა და არხის მაუწყებლობის შეწყვეტა.

TV პირველი არაერთხელ გამხდარა ქართული ოცნების სამიზნე, ბიძინა ივანიშვილის პარტიის ქმედებები და წნეხი ტელევიზიაზე მიმართული იყო, რათა არხს შეეწყვიტა მუშაობა.

დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯების ფონზე, როდესაც არაერთი შემზღუდავი კანონის მიღებით ვერ მოახერხეს არხის მაუწყებლობის შეფერხება, ამ ახალ იერიშს განვიხილავთ ტელევიზიის წინააღმდეგ ქმედებად, რომლის მიზანია, არხის მაუწყებლობის გათიშვა", - აცხადებს TV პირველი.

ცნობისთვის, დღეს POSTV-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც არხი ირწმუნება, რომ TV პირველმა "კოალიცია ცვლილებებისთვის" გამოუყო ოთახი, რომელშიც კანონსაწინააღდმეგო ქმედებები იგეგმება. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის საგარეო მინისტრი - ბრიუსელის გადაწყვეტილებით, საქართველოსთან დიალოგი შეჩერდა
ფოტოგრაფი ალექსანდრ შიშკო ბელარუსში საქართველოდან დაბრუნებისას დააკავეს
რეჟიმის აგენტების კანონი, წითელი ჯვრის და საფინანსო ინსტიტუტების გაცემულ გრანტებზე არ იმუშავებს
რადიკალებმა რომლებიც ბოლნისის მერიის თანამშრომლები არიან, ბიჭს აიათოლაზე დაწერილი პოსტის გამოც გაუსწორდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics