03:23 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-22 13:47:12, 679 ნახვა

პოლიტიკა
სუს-ის ყოფილ უფროსს ოხანაშვილს,, სახელმწიფო დაცვა დაენიშნა

"ქართული ოცნების"სუს-ის ყოფილ უფროსს, ანრი ოხანაშვილს 2026 წლის 10 სექტემბრამდე სახელმწიფო დაცვა დაენიშნა. ივანიშვილის მთავრობის განკარგულება, რომელსაც ხელს ირაკლი კობახიძე აწერს, 4 სექტემბრით თარიღდება. 

განკარგულებაში წერია, რომ ოხანაშვილს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა, როგორც იუსტიციის ყოფილ მინისტრს.

"საქართველოს იუსტიციის ყოფილ მინისტრს – ანრი ოხანაშვილს დაენიშნოს სახელმწიფო დაცვა, შესაბამისი წინაპირობებიდან გამომდინარე საჭიროების გასვლამდე, 2026 წლის 10 სექტემბრამდე პერიოდში, სახელმწიფო დაცვის მინიმალური სტანდარტების შესაბამისად. დაცვის ღონისძიებათა განხორციელება უზრუნველყოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა". - წერია განკარგულებაში. 

ანრი ოხანაშვილმა, რომელიც ივანიშვილის სუს-ის უფროსად აპრილის თვეში დაინიშნა, თანამდებობა 23 აგვისტოს სუს-ის Facebook-გვერდზე გავრცელებული განცხადებით დატოვა. მისი და ირაკლი კობახიძის თქმით, ანრი ოხანაშვილი "ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს პრემიერმინისტრის მრჩევლად" ინიშნება.

ოხანაშვილი კობახიძემ იუსტიციის მინისტრად 2024 წლის ნოემბერში დანიშნა.

სუს-ის უფროსად კობახიძემ მამუკა მდინარაძე წარადგინა, რომელიც ივანიშვილის დეპუტატებმა პოსტზე 3 სექტემბერს აირჩიეს





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics