03:34 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-16 14:55:09, 2629 ნახვა

პოლიტიკა
ეკა ბესელიამ ზაჰესის იზოლატორში ელენე ხოშტარია მოინახულა

ოპოზიციონერი ლიდერი, ელენე ხოშტარია, რომელიც კახა კალაძის ბანერის დაზიანების საქმეზეა დაკავებული, ზაჰესის წინასწარი მოთავსების იზოლატორში ეკა ბესელიამ მოინახულა.

ბესელიას თქმით, „ცვლილებისთვის“ კოალიციის ლიდერი თავს მხნედ გრძნობს და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. „მინდოდა პირადად დამედგინა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და მენახა, რა პირობებში იმყოფება. ელენე, როგორც ყოველთვის, მხნეა და იმედიანია. თვითონ აღნიშნა, რომ კორესპონდენციის შეზღუდვის გარდა სხვა პრობლემები არ აქვს. აღნიშნა, რომ იზოლატორში მასთან დამოკიდებულება ნორმალურია და არც არაეთიკური, არც არაკანონიერი და არც უპატივცემულო დამოკიდებულება არ დაფიქსირებულა,“ – განაცხადა ბესელიამ.

ბესელიას თქმით, ხოშტარიას ქმედება დანაშაულად ვერ ჩაითვლება:

„ბანერზე წარწერის გაკეთება სისხლის სამართლის დანაშაული არ არის. სასაცილოა, რომ დღეს ამაზე ვლაპარაკობთ. დაკავების საფუძველი უკანონოა – მას ბრალი ჯერაც არ წარედგინა. სისხლის სამართლის კოდექსში მსგავსი ფორმულირება არ არსებობს. ადამიანები სასიკვდილოდ დაამახინჯეს და გამოძიება არ დაწყებულა, მაშინ როცა გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის დევნა კონსტიტუციისა და საერთაშორისო სტანდარტების დარღვევაა. იმედი მაქვს, გონიერება ეყოფათ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, რომ ამ საქმეს პოლიტიკური შურისძიების იარლიყი აღარ მიეკრას,“ – განაცხადა ბესელიამ.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხოშტარიას წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რომელიც ხუთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics