|
2025-09-01 13:58:45, 496 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე ყაველაშვილს ეთანხმება და დონალდ ტრამპს ურთიერთობის ახალი ფურცლიდან დაწყებას თხოვს
„ჩვენი ხელისუფლების მიერ გაკეთებული ყველა განცხადება თუ წერილი მიუთითებს იმაზე, რომ ურთიერთობების ახალი ფურცლიდან დაწყება გვინდა“, - ამის შესახებ კახი კალაძემ მედიასთან ისაუბრა. კახა კალაძე მიხეილ ყაველაშვილის მიერ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისთვის მიმართვის საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის, რაც ძველი ადმინისტრაციის პირობებში ხდებოდა, სრული კატასტროფა იყო. „პრეზიდენტს აბსოლუტურად ყველა წინანადებაში ვეთანხმები. ჩვენთვის აშშ-თან ურთიერთობების სუფთა ფურცლიდან დაწყება და კიდევ უფრო გაღრმავება პრინციპულად მნიშვნელოვანია. პარალელურად, ჩვენ დონალდ ტრამპს ვგულშემატკივრობთ ორი მთავარი დაპირების შესრულებაში - ე.წ. დიფ სთეითის დამარცხება და რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება. ჩვენი ქვეყნისთვის ორივე საკითხი მნიშვნელოვანია, თუმცა, ჩვენ მაინც ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამოვდივართ და როგორც წერილშია აღნიშნული, სტრატეგიული პარტნიორობისთვის ხელისუფლება მზადყოფნას გამოთქვამს. ის, რაც ძველი ადმინისტრაციის პირობებში ხდებოდა, სრული კატასტროფა იყო. ამხელა სახელმწიფოს წარმომადგენლები ურცხვად გვიმტკიცებდნენ თეთრზე, რომ შავია. გვაყენებდნენ შეურაცხყოფას. მათი ყველა განცხადება სიცრუით, მუქარითა და ბინძური პროპაგანდით იყო გაჯერებული რაც კატეგორიულად მიუღებელია. შესაბამისად, ყველა ჩვენს მიერ გაკეთებული განცხადება თუ წერილები მიუთითებდა იმაზე, რომ ჩვენ ახალი ფურცლიდან დაწყება გვინდა. ჩვენ მზად ვართ მეგობრობისთვის, თანამშრომლობისთვის, პარტნიორობისთვის და ეს უნდა იყოს ორმხრივი“, - აღნიშნა კახა კალაძემ. მისივე თქმით, დონალდ ტრამპმა გაპრეზიდენტებისთანავე გააკეთა განცხადება იმაზე, რაზეც მანამდე „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ საუბრობდა, კერძოდ, ე.წ. დიფ სთეითის საკითხის შესახებ. „ზოგადად ჩვენ ვხედავთ, რომ სომხეთ-აზერბაიჯანს შორის მშვიდობის დამყარების თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი ხელმოწერა მოხდა. რეგიონში, საქართველო თავისი ადგილმდებარეობით, კულტურით, ტრადიციებით უმნიშვნელოვანესი ქვეყანაა. შესაბამისად, ჩვენ მზად ვართ ურთიერთობებისთვის. ამდენი წელია ამ თემაზე ვსაუბრობთ და გლობალურ ომის პარტიას ვახსენებთ. ჩვენი მისამართით ისმოდა ქილიკი. მაგრამ აშშ-ის ახალმა პრეზიდენტმა მეორე დღესვე გააკეთა განცხადება და მთელ მსოფლიოს დაანახა ის, რაზეც თუნდაც „ქართული ოცნება“ მანამდე საუბრობდა. დღეს, ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევა სწორედ ე.წ. დიფ სთეითის დამარცხებაა. დონალდ ტრამპმა პირდაპირ ხელის გულზე დაგვიდო ყველაფერი, თუ რომელი ორგანიზაციები იყვნენ დაკავებული, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და მათ შორის საქართველოში, რევოლუციები და სახელმწიფო გადატრიალებები დაეფინანსებინათ. ბინძური კამპანია ჩვენს წინააღმდეგ, რომელიც იფუთება ისე, თითქოს ხელისუფლება რუსულ საქმეს აკეთებს, ესეც კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ ჩვენ გვინდა აშშ-თან მეგობრული ურთიერთობა გვქონდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
აშშ-მ ამერიკული ხელოვნური ინტელექტის კოპირებისთვის ჩინეთისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების განხილვა დაიწყო
აშშ-მ ირანისა და ირანის მხარდამჭერი გემების დევნა დაიწყო
ოცნება მცირე მეღვინეობებისთვის წესებს შეცვლის და ხარისხის კონტროლს გაამკაცრებს
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)