08:05 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-08 11:53:58, 1193 ნახვა

პოლიტიკა
ყავეაშვილი - ყველას ჰქონდა თავისი ვალდებულება, რომ ეს ომი სამშობლოსთვის აერიდებინათ, მაგრამ ეს არ გაკეთდა. დაველოდოთ გამოძიებას

"ქართული ოცნების"  პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი აცხადებს, რომ ეს ომი სამშობლოსთვის უნდა აერიდებინათ, მაგრამ ეს არ გაკეთდა. ყაველაშვილი ამბობს, რომ უნდადაველოდოთ გამოძიებას

"რასაც ეს ჩვენი გმირები აკეთებდნენ, აკეთებენ და მომავალშიც გააკეთებენ, ეს არის მათი მოვალეობა, ვალდებულება და მათ იცოდნენ და იციან, ჩვენმა ჯარისკაცებმა, თუ რას ნიშნავს სამშობლოს დაცვა და რას ნიშნავს იყო სამშობლოს ჯარისკაცი და მცველი. ამავე დროს ჩვენ ვართ სახელმწიფო, სადაც თითოეულ ინსტიტუტს აქვს საკუთარი ვალდებულება - ეს უნდა გავმიჯნოთ... ყველას ჰქონდა თავისი ვალდებულება, რომ ეს ომი სამშობლოსთვის აერიდებინათ, მაგრამ ეს არ გაკეთდა. დაველოდოთ გამოძიებას და ყველას როლი გამოჩნდება, ვინ რა გააკეთა და რა ვერ გააკეთა. მით უმეტეს, ახალგაზრდები, რომლებიც ქილიკით საუბრობენ, რომ მაშინ პატარები იყვნენ, ზოგი ბაღში იყო, ზოგმა არ იცოდა, რა ხდებოდა. როცა გამოძიება დასრულდება, ექნებათ იმის საშუალება, რომ სიმართლე გაიგონ" | ამბობს მიხეილ ყაველაშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics