08:05 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-07 13:16:57, 1373 ნახვა

პოლიტიკა
პაატა მანჯგალაძე - სამწუხაროდ, ეს ომი ჯერ არ დასრულებულა

აგვისტოს ომის ბიჭებმა აჩვენეს, რომ ერთ ადამიანს შეუძლია თავდადებით შეაჩეროს იმპერია, როცა ზურგს ერის სიყვარული უმაგრებს - გმირობა ჩვენთვის მხოლოდ წარსულის ხსოვნა არ არის, ის გადარჩენის ფორმულაა მომავალშიც,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე აცხადებს.

მანჯგალაძის თქმით, „ომი ჯერ არ დამთავრებულა და მტერმა მხოლოდ სახე და ფორმა შეიცვალა“.

„აგვისტოს ომის გმირები - ბიჭები, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლით შეინარჩუნეს იდეა, რასაც საქართველო ჰქვია.

ისინი ცოცხალი მტკიცებულებები არიან იმისა, რომ ერთ ადამიანს შეუძლია თავდადებით შეაჩეროს იმპერია, როცა ზურგს ერის სიყვარული უმაგრებს.

გმირობა ჩვენთვის მხოლოდ წარსულის ხსოვნა არ არის, ის გადარჩენის ფორმულაა მომავალშიც.

სამწუხაროდ, ეს ომი ჯერ არ დასრულებულა. მტერმა მხოლოდ სახე და ფორმა შეიცვალა.

ბიჭების ხსოვნა მაშინ ცოცხლობს, როცა შენით ხარ სწორ ადგილზე და არ ელოდები სხვის მითითებას. ხმაურის გარეშე. ზედმეტი სიტყვების გარეშე. სადაც ხარ, იქ იცავ შენს წილ საქართველოს.

დიდება გმირებს. დიდება საქართველოს.

ძალა ერთიანობაშია და არა ერთმანეთის გლეჯაში“,- აცხადებს პაატა მანჯგალაძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics