07:07 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-18 12:28:59, 930 ნახვა

პოლიტიკა
სამადაშვილი- ჩვენი ამოცანაა, რაც შეიძლება მალე მივიღოთ „მეგობარის აქტი“ ქართველი ხალხის მხარდასაჭერად

ჩვენი ამოცანაა, რაც შეიძლება მალე მივიღოთ „მეგობარის აქტი“ ქართველი ხალხის მხარდასაჭერად და დავასრულოთ მისი საბოლოო ფაზა. სწორედ ამასთან დაკავშირებით ვაშინგტონში ორივე პალატის წარმომადგენლებთან ვატარებთ შეხვედრებს, განაცხადა „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა, რომელიც პარტიის სხვა წარმომადგენლებთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებს სტუმრობს.

როგორც სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, დღეს შეერთებულ შტატებში „MEGOBARI აქტის“ მიღების პროცესი ფაქტობრივად დასკვნით ფაზაში შედის. მისი თქმით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ქართველ ხალხს ახალ შესაძლებლობებს უხსნის, რათა მიიღოს უზარმაზარი მხარდაჭერა ამერიკის შეერთებული შტატებისგან ქართული დემოკრატიისთვის, ასევე ახალ შესაძლებლობებს უსაფრთხოების, სავაჭრო ურთიერთობების გასაძლიერებლად და ა.შ.

„ამავდროულად, ეს აქტი ითვალისწინებს ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ზეწოლის ახალი ბერკეტების გამოყენებას და ჩვენი ამოცანაა უზრუნველვყოთ, რომ ქართველი ხალხის მხარდამჭერი „მეგობარის აქტი“ რაც შეიძლება მალე იქნას მიღებული და მისი საბოლოო ფაზა დასრულდეს. სწორედ ამიტომ ვხვდებით ვაშინგტონში ორივე პალატის წარმომადგენლებს, იმ ადამიანებს, რომლებიც უშუალოდ მუშაობენ ამ აქტზე. ჩვენი ამოცანაა, კრიტიკული მხარდაჭერა გავუწიოთ საქართველოს ამ გადამწყვეტ ისტორიულ მომენტში, როდესაც რუსეთი ცდილობს საბოლოოდ წაართვას ქართველ ხალხს დემოკრატიული მომავალი, საბოლოოდ დაიმორჩილოს ქართული სახელმწიფო და, ფაქტობრივად, გააუქმოს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი. „ამერიკელი ხალხი, ამერიკა ყოველთვის უჭერდა მხარს ჩვენს ქვეყანას ბოლო 30 წლის განმავლობაში და დღესაც დიდი იმედი გვაქვს, რომ სწორედ შეერთებული შტატების მხარდაჭერა იქნება გადამწყვეტი როგორც პოლიტიკური პატიმრების, მათ შორის ჩვენი ლიდერების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გათავისუფლებისთვის, რომლებიც დღეს რეჟიმის პატიმრები არიან, ასევე ჩვენს ქვეყანაში ფართო დემოკრატიული ცვლილებების მხარდაჭერისთვის, რაც ჩვენი სახელმწიფოს გადასარჩენად გვჭირდება“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics