2025-07-17 12:10:54, 980 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - ყველა ძალოვანი სტრუქტურა მობილიზებულია, იმისათვის, რომ მაქსიმალურად აღვკვეთოთ კრიმინალი
ყველა ძალოვანი სტრუქტურა მობილიზებულია, იმისათვის, რომ ჩვენ მაქსიმალურად აღვკვეთოთ კრიმინალი ჩვენს ქვეყანაში, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
კობახიძის თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოებისა სამსახურის დღევანდელი ბრიფინგიც ამის მორიგი დადასტურებაა.
„ზოგადად, ძალიან გააქტიურებულია ყველა სამართალდამცავი სტრუქტურა, კრიმინალთან ბრძოლის კუთხით და ამის შედეგები ჩანს ყოველდღიურად. აქტიურად მუშაობს როგორც სახელმწიფო უსაფრთხოებისა სამსახური, ისე შინაგან საქმეთა სამინისტრო. ყველა ძალოვანი სტრუქტურა მობილიზებულია, იმისათვის, რომ ჩვენ მაქსიმალურად აღვკვეთოთ კრიმინალი ჩვენს ქვეყანაში და სახელმწიფო უსაფრთხოებისა სამსახურის დღევანდელი ბრიფინგიც ამის მორიგი დადასტურებაა", - განაცხადა პრემიერმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,