16:40 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-01 21:23:59, 1295 ნახვა

მსოფლიო
ემანუელ მაკრონმა და ვლადიმერ პუტინმა ტელეფონით ისაუბრეს

საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონსა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შორის 2022 წლის შემდეგ პირველი სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

განცხადების თანახმად, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ორსაათიანი სატელეფონო საუბრის დროს “ირანის ბირთვული პროგრამა და უკრაინის საკითხი” განიხილეს.

“ირანთან დაკავშირებით, [საფრანგეთის] რესპუბლიკის პრეზიდენტმა გაიხსენა გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრების, მათ შორის საფრანგეთისა და რუსეთის, პასუხისმგებლობები ბირთვულ საკითხზე. მან ხაზი გაუსვა, რომ ირანმა დაუყოვნებლივ უნდა შეასრულოს თავისი ვალდებულებები “ბირთვული არ გავრცელების შეთანხმების” ფარგლებში, კერძოდ კი სრულად ითანამშრომლოს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან, რომლის ინსპექტორებსაც თავისი სამუშაოს დაუყოვნებლივ გაგრძელების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ…

უკრაინასთან დაკავშირებით, [საფრანგეთის] რესპუბლიკის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საფრანგეთის ურყევ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. კონფლიქტის მყარი და ხანგრძლივი დარეგულირებისთვის, ის ცეცხლის შეწყვეტის დამყარებისა და უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების, რაც შეიძლება სწრაფად დაწყების მოწოდებით გამოვიდა. ორი პრეზიდენტი გააგრძელებენ დისკუსიებს ამ საკითხზეც”, - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics