2025-07-01 19:16:01, 847 ნახვა
პოლიტიკა
ევროპის საკითხებში საფრანგეთის მინისტრი - “ქართული ოცნების” ავტორიტარული გადახვევები მიუღებელია
“ქართული ოცნების” ავტორიტარული გადახვევები მიუღებელია - ეს ტრაექტორია ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს ეწინააღმდეგება, უპასუხოდ არ დავრჩებით, - ამის შესახებ ევროპის საკითხებში საფრანგეთის მინისტრი, ბენჯამინ ჰადადი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
ფრანგი მინისტრის თქმით, მონაწილეობა მიიღო ბრიტანელი კოლეგის მიერ ინიცირებულ საკოორდინაციო შეხვედრაში, რომელიც საქართველოში არსებულ ვითარებას ეხებოდა.
“ქართული ოცნების ავტორიტარული გადახვევები მიუღებელია.
დღეს [დიდი ბრიტანეთის ევროპის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის] სტივენ დოუთის მიერ ინიცირებულ საკოორდინაციო შეხვედრაში მივიღე მონაწილეობა საქართველოში არსებულ ვითარებაზე.
ეს ტრაექტორია ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს ეწინააღმდეგება, და უპასუხოდ არ დავრჩებით”, - წერს ჰადადი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,