|
2025-07-01 11:51:42, 472 ნახვა
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი - ევროკავშირის დაფინანსებით რუსთაველზე ტარდება აქციები, სადაც მოწოდებები ისმის ხელისუფლების დამხობის
ევროკავშირის საელჩომ დაუყოვნებლივ უნდა გააკეთოს განმარტება, ემიჯნება, თუ არა ის მოწოდებებს ხელისუფლების დამხობასთან დაკავშირებით, რომელსაც მისი ფავორიტი და მისგან დაფინანსებული ადამიანები აორგანიზებენ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა თბილისში, ორო დღის წინ გამართულ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, რუსთაველის გამზირზე გამართული აქცია ორგანიზებული იყო „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“, „საფარის“ და იმ სხვა NGO-ების მხრიდან, რომლებიც მისივე თქმით, ფინანსდებიან ევროკავშირის მხრიდან. პაპუაშვილის განმარტებით, სცენაზე გამომსვლელთა სათქმელს კი, „საფარის“ ხელმძღვანელი, ბაია პატარაია აკონტროლებდა, რასაც „თავად მონაწილეებიც ადასტურებენ“. „გუშინ წინ აქცია დაორგანიზებული იყო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული NGO-ების მხრიდან. ოფიციალურად რამდენიმე NGO-ს მიერ იყო ორგანიზებული, მათ შორის „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ და „საფარის“ მხრიდან. მოისმინეთ მონაწილეების განცხადებები, რომ უშუალოდ ბაია პატარაია ხელმძღვანელობდა სცენაზე გამომსვლელების დაშვება-არდაშვებას, განცხადებების გაფილტვრა-არგაფილტვრას, რა შინაარსის განცხადება უნდა ყოფილიყო და რა არა. ამას ხელმძღვანელობდა ევროკავშირის მიერ დაქირავებული ადამიანი ბაია პატარაია, რომელსაც ფულს უხდიან ევროკავშირის ბიუჯეტიდან. შესაბამისად, ყველა განცხადება, რომელიც იქ გაკეთდა უშუალოდ არის ამ ორგანიზატორების მხრიდან დაშვებული განცხადებები. შესაბამისად, როდესაც ჩვენ გვესმის ხელისუფლების დამხობის შესახებ მოწოდებები, გვესმის, რომ „მეომრებმა უნდა დაამხონ ხელისუფლება და დასაჯონ ყველა“ (ვციტირებ განცხადებას, რომელიც სცენიდან გაკეთდა ევროკავშირის მიერ ორგანიზებული, დაფინანსებული ღონისძიებიდან), ეს არის, რა თქმა უნდა, კატასტროფა. ევროკავშირის საელჩომ დაუყოვნებლივ უნდა გააკეთოს განმარტება ამასთან დაკავშირებით, როგორ ხდება, რომ ევროკავშირის მოქალაქეების ფულით საქართველოში დამხობაზე, მებრძოლებზე და საყოველთაო დასჯაზე არის საუბარი. ეს არ არის უბრალოდ პოლიტიკური ბრალდებები, თუ პოლიტიკური შეფასებები, ეს არის უკვე ფაქტი, რომ ევროკავშირის დაფინანსებით რუსთაველის გამზირზე ტარდება აქციები, სადაც მოწოდებები ისმის მებრძოლების გამოყენებით, ხელისუფლების დამხობის და ყველას დასჯის. საერთო ჯამში, ეს კიდევე ერთხელ აჩვენებს, რომ ამ გვარი ხელშეწყობები და დაფინანსებები ეწინააღმდეგება, როგორც საქართველოს კონსტიტუციას და კანონმდებლობას, ისე საერთაშორისო სამართალს“, -განაცხადა პაპაუაშვილმა.
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)