2025-06-29 22:31:05, 811 ნახვა
პოლიტიკა
დიდი საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე
რუსთაველის გამზირი გადაიკეტა. დედაქალაქის მთავარ გამზირზე მასშტაბური აქცია სახელწოდებით "საქართველო დადექი" იწყება. აქ ადამიანების რაოდენობა ყოველწუთიერად იზრდება. პარლამენტთან აქციის მონაწილეებს ელოდებიან მოშიმშილე პოლიტიკოსებიც.
რუსთაველის გამზირზე შეკრებილები ამბობენ, რომ "ოცნების" რეპრესიების წინააღმდეგ ბოლომდე იბრძოლებენ და აუცილებლად გაიმარჯვებენ.
რუსთაველის გამზირზე, მიმდინარეობს, მოქალაქეებმა საქართველოს და ევროკავშირის გიგანტური დროშები გაშალეს. ადგილზე შესრულდა საქართველოს და ევროკავშირის ჰიმნებიც.
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის ფონზე, სამთავრობო კვარტალში პოლიციელების სრული მობილიზებაა. ტერიტორია საპატრულო პოლიციის და პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებით არის გადავსებული. ჯეეჯერობით უცნობია, რისთვის ემზადება შსს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,