02:41 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-23 17:52:22, 1785 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის უშიშროების სამსახურმა ზელენსკის ორი მკვლელობის მცდელობა აღკვეთა

უკრაინის უშიშროების სამსახურმა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიზე ორი მკვლელობის მცდელობა აღკვეთა — ინფორმაციას უკრაინის უსაფრთხოების სამსახური საკუთარ ტელეგრამ არხზე ავრცელებს. ამის შესახებ უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელმა, გენერალ-ლეიტენანტმა ვასილ მალიუკმა მედიასთან შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით, ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული შემთხვევა გასულ წელს დაფიქსირდა:

"დავაკავეთ სახელმწიფო დაცვის დეპარტამენტის პოლკოვნიკი და მასთან ერთად კიდევ ერთი პოლკოვნიკი. ორივე რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) მეხუთე სამმართველოზე მუშაობდა. ისინი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიზე თავდასხმას ამზადებდნენ. მათი გეგმის მიხედვით, თავდასხმა პრეზიდენტის ოფისის ტერიტორიაზე მისი გადაადგილების დროს უნდა განხორციელებულიყო."

მალიუკმა აღნიშნა, რომ ოპერაცია ფარულად და ტექნოლოგიურად მაღალი დონით თითქმის ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა:

"ეს იყო რთული და მტკივნეული ოპერატიული მუშაობა — ფაქტობრივად, ომის დაწყებიდან მოყოლებული ვმუშაობთ ამ ჯგუფზე."

გარდა ზელენსკიზე თავდასხმის დაგეგმვისა, ბრალდებულები აგროვებდნენ მნიშვნელოვან ინფორმაციას და გადასცემდნენ რუსულ მხარეს. ისინი ასევე ამზადებდნენ თავდასხმებს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ ვასილ მალიუკსა და სამხედრო დაზვერვის სამსახურის უფროს კირილ ბუდანოვზე.

"განსაკუთრებით მინდა გამოვყო კიდევ ერთი სპეცოპერაცია. ამჯერად ოპერაციაში ჩართული იყო პოლონეთის შიდა უსაფრთხოების სააგენტოც, რისთვისაც მადლობას ვუხდი მათ. ერთობლივი ძალებით სერიოზული დანაშაული გავხსენით. საქმე ეხება პოლონელ სამხედრო პენსიონერს, რომელიც ათწლეულების წინ იყო გადაბირებული და დღემდე ემორჩილებოდა საბჭოთა იდეოლოგიას. მტერმა სწორედ ახლა აამოქმედა ეს "კონსერვი,“ — განაცხადა მალიუკმა.

მისივე ინფორმაციით, ამ აგენტის მიზანი იყო პრეზიდენტ ზელენსკის ლიკვიდაცია პოლონეთის ჟეშუვის აეროპორტში.

"რამდენიმე ვარიანტს განიხილავდნენ — მათ შორის იყო FPV ტიპის დრონსა და სნაიპერული კომპლექსს. თუმცა, ოპერაციის დაწყებამდე აგენტი დავაკავეთ. ჩვენმა პოლონელმა პარტნიორებმა ძალიან პროფესიონალურად იმოქმედეს — ეს იყო საერთო წარმატება," — თქვა ვასილ მალიუკმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
ბაზისბანკის მობაილბანკის განახლებები, უფრო კომფორტული და თანამედროვე ციფრული გამოცდილებისთვის
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში მოსწავლეებისთვის ტრივიას ახალი სეზონი დაიწყო
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics