2025-06-12 18:37:50, 643 ნახვა
მსოფლიო
ანდრეი სიბიგა - ჩემთვის, როგორც ომში მყოფი ქვეყნის მინისტრისთვის, არასასიამოვნო იყო ზოგიერთი ქვეყნის საჯარო მილოცვების წაკითხვა რუსი აგრესორის მისამართით
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა აცხადებს, რომ მისთვის არასასიამოვნო იყო ზოგიერთი ქვეყნის „რუსეთის დღესთან“ დაკავშირებული მილოცვების წაკითხვა.
უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ მან რომში „ვეიმარ პლუსის“ შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
„ჩემთვის, როგორც ომში მყოფი ქვეყნის მინისტრისთვის, დღეს დილით განსაკუთრებით არასასიამოვნო იყო ზოგიერთი ქვეყნის საჯარო მილოცვების წაკითხვა რუსი აგრესორის მისამართით“, – აღნიშნა სიბიგამ
ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ რუს ხალხს „რუსეთის დღე“ მიულოცა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,