12:38 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-12 15:59:34, 808 ნახვა

მსოფლიო
ვლადიმერ პუტინი - როგორც ნაპოლეონი დამარცხდა, ისე ნატო-ს თანამედროვე ტურებიც ვერ გაიმარჯვებენ

ახლა მტრები ისევ ხროვად იკრიბებიან, იმ იმედით, რომ იოლი მსხვერპლი ეყოლებათ. როგორც ნაპოლეონი დამარცხდა, ჰიტლერიც დამარცხდა, ისე ნატო-ს თანამედროვე ტურებიც ვერ გაიმარჯვებენ, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კრემლში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა, სადაც რუს ხალხს რუსეთის დღეს მიულოცა.

სიტყვით გამოსვლისას პუტინმა აღნიშნა, რომ ახლა რუსეთი დიდი გამოწვევების წინაშე დგას, რასაც ღირსეულად უპასუხებს.

„მთელი გულით გილოცავთ დღესასწაულს, რომელიც რუსული სახელმწიფოს ძლიერ, უწყვეტ, ათას წელზე მეტხანს გავლილ გზას განასახიერებს, ხაზს უსვამს მის ისტორიასა და კულტურას, უნიკალურ ბუნებრივ სიმდიდრეს, ჩვენი ქვეყნის რეგიონების მრავალფეროვნებასა და ორიგინალურობას. მნიშვნელოვანია, რომ დღეს, როდესაც ამ დღესასწაულს აღვნიშნავთ და ამავდროულად რთულ გამოწვევებს ვპასუხობთ, ვიცავთ სიმართლეს და სამართლიანობას, ვიცავთ ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს, მომავალზე ვიფიქროთ“, - განაცხადა მან.

პუტინის თქმით, რუსეთის დამარცხებას ვერავინ შეძლებს და ისინი იმავე გზას გაიმეორებენ, რისი გავლაც ნაპოლეონსა და ჰიტლერს მოუწიათ.

„ახლა მტრები ისევ ხროვად იკრიბებიან, იმ იმედით, რომ იოლი მსხვერპლი ეყოლებათ. როგორც ნაპოლეონი დამარცხდა, ჰიტლერიც დამარცხდა, ისე ნატო-ს თანამედროვე ტურებიც ვერ გაიმარჯვებენ. რუსი ბირთვული მეცნიერები და მე, მადლობას გიხდით ნდობისთვის და შეგვიძლია დაგარწმუნოთ, რომ არ გაგიცრუებთ იმედებს და მთელი ეს ხროვა კბილებს მოიტეხს ჩვენს ბირთვულ ფარზე“, - განაცხადა პუტინმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics