06:34 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-10 18:30:54, 1082 ნახვა

მსოფლიო
რუსეთის წინააღმდეგ EU-ს მე-18 სანქციების პაკეტი ენერგოსექტორსა და ბანკებს შეეხება

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა 10 ივნისს განაცხადა, რომ ევროკომისიამ უკრაინაში შეჭრისთვის რუსეთის წინააღმდეგ მე-18 სანქციების პაკეტი წარადგინა, რომელიც ენერგეტიკის სფეროდან მოსკოვის შემოსავლებისა და სამხედრო ინდუსტრიის წინააღმდეგ იქნება მიმართული.

ახალი სანქციების პაკეტი რუსეთის Nord Stream-ის მილსადენთან მიმართებით გადარიცხვებისა და სანქციებისგან თავის არიდებაში ჩართული ბანკების აკრძალვასაც მოიცავს. ამასთანავე, ევროკომისია გამოდის წინადადებით, რომ "დიდი შვიდეულის" მიერ დაწესებული ზღვარი რუსულ ნედლ ნავთობზე ბარელზე $60-დან ბარელზე $45-მდე შემცირდეს. 

"რუსეთი მიზანი მშვიდობა არ არის, არამედ ძლიერის მმართველობის დამყარებაა... ძალა ერთადერთი ენაა, რომელსაც რუსეთი გაიგებს," - თქვა ლაიენმა პრესკონფერენციაზე. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics